ზაფხულის ცხელ დღეებში მრავალი ხერხი არსებობს იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გავატაროთ, მათგან კი ერთ-ერთია ხელსაქმე. ჩვენი ხელით შეგვიძლია საინტერესო ნივთებისა თუ აქსესუარების დამზადება, ზაფხული კი საუკეთესო დროა ამისთვის.
ხელსაქმის უამრავ გაკვეთილს შორის ერთ-ერთია ,,არტი და კრაფტის" ვიდეოგაკვეთილები, სადაც ხელსაქმის, იგივე კრაფტის სპეციალისტები გვასწავლიან სხვადასხვა ნივთის დამზადებას. ვიდეოგაკვეთილები საკმაოდ მარტივია. ამიტომ ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად გამოსდის ხელსაქმე, შეძლებს უამრავი ნივთის დამზადებას ამ გაკვეთილების დახმარებით.
ზაფხულში საკმაოდ ტენდენციურია ფერადი თმის აქსესუარები და თუკი ეს აქსესუარი ჩვენი ხელით არის დამზადებული, უფრო მეტ მოწონებას იმსახურებს გარშემომყოფთაგან და ამასთანავე, იმის შანსი, რომ სხვასაც მსგავსი აქსესუარი ექნება, ძალიან მცირეა.
მოცემული ვიდეოგაკვეთილით გასწავლით ფერადი თმის აქსესუარის დამზადებას. ვიდეოში ნაჩვენები მასალებით შეგიძლიათ უამრავი მსგავსი ნივთის დამზადება.