გასაგები მიზეზების გამო, სააბაზანო ოთახში გამუდმებით ხდება ტემპერატურული ცვლილებები. ნესტიანი ჰავა ზოგიერთი ნივთის შესანახად არასასურველია.
ტექსტილი
პირსახოცი და აბაზანის ხალათი არასოდეს გაშრება, თუ მათ სააბაზანო ოთახში შეინახავთ. მათზე ბაქტერიები გამრავლდება და უსიამოვნო სუნსაც აიღებს.
ხშირად ცვალეთ პირსახოცი, გამოყენების შემდეგ კი აივანზე გაფინეთ.
სამკაული
ნესტი და მაღალი ტემპერატურა ბიჟუტერიისა და ძვირფასი სამკაულის მტერია. პირველ რიგში ვერცხლი ზიანდება. შეინახეთ სამკაული მშრალ ადგილას.
გაზეთები და ჟურნალები
გიყვართ სააბაზანო ოთახში კითხვა? ნუ დატოვებთ იქ წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს. ფურცელი ადვილად იწოვს ნესტს და დეფორმირდება.
მზის დამცავი კოსმეტიკა
მათი შენახვაც არ არის რეკომენდებული ნესტიან გარემოში.
ელექტრონიკა
უმრავლესობა ელექტრონული მოწყობილობებისა ზიანდება ცხელ ორთქლზე.
ტელეფონის დამტენი
შეიძლება მოხდეს მოკლე ჩართვა. ამიტომ ნურასოდეს შეიტანთ დამტენს აბაზანაში.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
როგორც სხვა ტაბლეტები, ზიანდება ნესტში.
სუნამო
შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს არომატი და სურნელი.