ხელსაქმე

10 წვრილმანი, რომლებიც სტუმრების მოსვლამდე უნდა გაწმინდოთ

10 წვრილმანი, რომლებიც სტუმრების მოსვლამდე უნდა გაწმინდოთ
ისინი შეუმჩნეველია, მაგრამ თქვენს სისუფთავეზე წარმოდგენის შეცვლა შეუძლია. პულტი

აიღეთ სველი ხელსახოცი და მოაშორეთ პულტს მტვერი და ცხიმიანი თითების კვალი, ვიდრე მას სტუმარს გაუწოდებთ.

აირღუმელი

ნახევრად წყლით სავსე თეფშში ადუღეთ წყალი ნახევარ ლიმონთან ერთად 3-4 წთ-ით, შემდეგ კი დაელოდეთ 15 წუთს მის გაგრილებას ისე, რომ აირღუმელის კარი არ გააღოთ. უბრალოდ გაწმინდეთ კედლები ხელსახოცით.

ონკანის სახელური

მის გასაწმენდად გამოიყენეთ ძველი კბილის ჯაგრისი.

სასაპნე

დიახ, თქვენ შეეგუეთ საპნის ნარჩენების დანახვას, მაგრამ აუცილებელი არ არის, ისინი თქვენმა სტუმრებმაც შენიშნონ.

საშხაპე კაბინა
წყლის ლაქები მხოლოდ კედლებს არ უნდა მოაშოროთ. ჭუჭყითა და ლაქებით სავსეა შესასვლელი ძირებიც. დააფინეთ მასზე ძმრიანი ქაღალდის ხელსახოცი, გააჩერეთ 30 წუთს, შემდეგ კი მშრალად გაწმინდეთ.

აბაზანის ფარდა

ლაქების გარდა, ფარდას ხშირად არასასიამოვნო სუნი აქვს. უბრალოდ გარეცხეთ ის სარეცხის მანქანაში. რთულ შემთხვევაში ნახევარი საათით ძმარში ან ქლორიან წყალში გააჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გარეცხეთ.

ვენტილაცია

მისი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა მტვერსასრუტი.

ჟალუზი


სტუმრისთვის განკუთვნილი ბალიშები

თუ სტუმრები თქვენთან ღამის გათევას აპირებენ, გარეცხეთ ბალიშები წინასწარ.

ხალიჩა კართან

გაფერთხეთ,  ჩამორეცხეთ შხაპით და შემდეგ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში ხელით რეცხვაზე. თუმცა ამის გაკეთება ძალიან ხშირად საჭირო არ არის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93