საცერი სამზარეულში ყველა დიასახლისს აქვს. ჩვენ გასწავლით მის განსხვავებულ გამოყენებას.
1. საკვების ორთქლზე მომზადების საუკეთესო ხერხია
მთავარია, წესი დაიცვათ: საცერი წყალს არ მიაკაროთ 2 სმ-მდე. პროდუქტები ხუთ წუთში მომზადდება და გემოსა და ვიტამინებს შეინარჩუნებს.
2. ფქვილის გაცრა
კონდიტერებმა და მცხობელებმა შეამჩნიეს, რომ რაც უფრო ხშირად, 2-3 ჯერაც კი გაცრით ფქვილს, მით კარგად შეერევა ის სხვა ინგრედიენტებს და ცომიც უფრო ჰაეროვანი გამოგივათ.
3. საოჯახო ხაჭოსა და ყველის მომზადება
თუ სპეციალური პრესი და ფორმა არ გაქვთ, ნუ დანაღვლიანდებით. ოჯახური ყველისა და ყველის მომზადებისას საცერი გამოიყენეთ, რომელსაც წინასწარ ჩაუფენთ მარლას, ზემოდან კი რაიმე მძიმეს დაადებთ. ის აგრეთვე გამოგადგებათ საშობაოდ ხაჭოს პასკის მოსამზადებლად.
4. პიურე
მოხარშული ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის დასაქუცმაცებლადაც საცერი გამოგადგებათ, თუ თან საჭყლეტი ან ბლენდერი არ გაქვთ.
5. კვერცხი პაშოტი
მისი მომზადება რთული მისიაა. თუმცა, თუ საცერს გამოიყენებთ, პროცესს გაიადვილებთ. ღრმა საცერი ჩადეთ მდუღარეწყლიან ქვაბში, ჩაუშვით მასში კვერცხი და მსუბუქი წრიული მოძრაობებით მიიყვანეთ მომზადებამდე.
6. ძველი პურის "გამოცოცხლება"
ან ძალიან გამხმარი პური დაჭერით, ჩადეთ საცერში და 5 წუთი ორთქლზე გააჩერეთ. პური დაიბრუნებს არომატსა და სირბილეს.
7. პატარა ინგრედიენტების შეწვა
თუ არ გსურთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სხვა ბოსტნეული შეწვისას დაგეწვათ, ადუღებულ ზეთში საცერით მოათავსეთ. ასე ისინი არც ბევრ ზეთს შეიწოვენ.
8. კერძების სერვირება
იმისათვის, რომ დესერტს ლამაზი და მიმზიდველი იერი ჰქონდეს, ზემოდან შაქრის პუდრი ან დარიჩინი უნდა მოაყაროთ. ამისთვის კი ისევ და ისევ საცერი გამოგადგებათ.