ჩემს ბავშვობაში ზოლიანი და ფერადი საწრუპები იმდენად შემოვიდა მოდაში, რომ მის გარეშე წყალსაც აღარ ვსვამდით.
რამდენიმე დღის წინ, გამახსენდა, საწრუპი სამაჯურადაც რომ გადავაკეთეთ და ხელზე მოვირგეთ. უცებ, გავიფიქრე, ნეტავ კიდე რისი გაკეთება შეიძლება საწრუპით-მეთქი და დავიწყე ძებნა...
სამაჯურად ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ, თურმე, საწრუპს სხვა დანიშნულებაც შეიძლება მოვუძებნოთ. რამდენიმე საინტერესო მაგალითს თქვენც გაგიზიარებთ:
1. ფუნჯი
მართალია, ფურცელზე დაღვრილი საღებავი და საწრუპში ერთი სულის ჩაბერვით ხელოვნების ნიმუშს თუ ვერ შექმნით, ბავშვების გასართობად მაინც საკმარისი იქნება.
2. ყვავილის საყრდენი
ფლორისტებმა კარგად იციან ყვავილების სუსტი ღეროების ამბავი. მათ გასამყარებლად კი ყველაზე მარტივი გზა ღეროს საწრუპში მოქცევაა.
3. სადენების სანიშნე
თუ ოთახში აბურდულ ბევრ სადენს შორის გიჭირთ გარკვევა, რომელი მათგანი რისია, შეგიძლიათ, საწრუპი შუაზე გაჭრათ, სადენს შემოახვიოთ და მარკერით მიაწეროთ.
4. ველოსიპედის გაფერადება
ველოსიპედის ბორბლებს შორის წვრილი საწრუპის ნაჭრების დამაგრებით, მასაც ხალისს შესძენთ და გარშემო მყოფებსაც ღიმილს მოჰგვრით.
5. სამკაულების შესანახი
ჯაჭვის სამკაულები ერთმანეთში ხშირად იხლართება. მათი მოთავსება საწრუპის გულში შეგიძლიათ.
6. ძაბრის დასაგრძელებელი
საწრუპის გამოყენება ძაბრის დასაგრძელებლადაც შეგიძლიათ