ხელსაქმე

8 რამ, რისი ჩარეცხვაც არ შეიძლება ნიჟარაში

8 რამ, რისი ჩარეცხვაც არ შეიძლება ნიჟარაში
სანტექნიკოსის გამოძახება გაჭედილი ნიჟარის გასაწმენდად აღარ დაგჭირდებათ, თუ ამ 8 რჩევას გაითვალისწინებთ. ჯერ სააბაზანოს ნიჟარაზე ვისაუბროთ...

1. სახის ნიღაბი

არასდროს ჩარეცხოთ ნიჟარაში სახის ნიღაბი, თუ ის თიხაზეა დამზადებული. თიხის ნაწილაკები იჭედება მილში და შეიძლება მათი გამოცვლაც კი დაგჭირდეთ.

2. ცხიმი და ზეთი

აგრეთვე, ყველანაირი კოსმეტიკა, რომელიც ცხიმსა და ზეთზეა დამზადებული. მილებში ცხიმი რჩება და ჭედავს მას.

3. აბაზანის "ბომბები"


შუშხუნა "ბომბები" სანტექნიკის მტერია. კანალიზაციაში მოხვედრისას ისინი ფუვდებიან და მილებში იჭედებიან, რაც მათ დაზიანებას იწვევს.

4. თმა

დააყენეთ სპეციალური
ბადე, რომ თმა მილში არ მოხვდეს. მილში მოხვედრილი თმა ჭუჭყისა და საპონის შემაჩერებელია, რაც მილების გაჭედვას იწვევს.

5. საღებავი


სარემონტო საღებავები თუ მოგრჩათ, შეგიძლიათ ვინმეს გაუნაწილოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაასხათ კანალიზაციაში. სხვათა შორის, თუ ვინმემ დააფიქსირა, რომ საღებავი კანალიზაციაში ჩაასხით, შეიძლება დაჯარიმდეთ კიდეც.

ახლა კი სამზარეულოს ნიჟარაზე ვისაუბროთ:


6. ყავის ნალექი

მისი ნალექი შეგვიძლია ქვიშისას მივამსგავსოთ. ისიც იდელურად იჭედება მილებში.

7. მდუღარე წყალი


გაუფრთხილდით მილებს. განსაკუთრებით, თუ ისინი პლასტმასისგანაა დამზადებული. სამზარეულოს ნიჟარაში არ ჩაასხათ წყალი, რომელიც 60 გრადუსზე ცხელია. მან შეიძლება მილების დაზიანება, - დეფორმირება და გახვრეტა გამოიწვიოს.

8. საჭმლის ნარჩენები

ზოგიერთ ოჯახში ამ წესს იგნორირებას უკეთებენ. სამზარეულოს ნიჟარისთვის განსაკუთრებით საზიანოა ბურღულეული და ფქვილოვანი ნარჩენი. ისინი მილების გაჭედვას იწვევენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93