ხელნაკეთი ნივთების შექმნა ადამიანს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მსოფლიოში აღიარებული ფაქტია, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
ჩვენ გარშემო არსებობს უამრავი ნივთი თუ მასალა, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები შევქმნათ.
,,არტი და კრაფტის" ხელსაქმის სპეციალისტები ვიდეოგაკვეთილის დახმარებით გასწავლიან დეკორატიული შადრევნის გაკეთებას.
სულ მცირე ნივთები დაგჭირდებათ ამისთვის, რომელთაც სახლშიც მარტივად მოძებნით.