რუბი სილვიოსი ნიუ-იორკში, ინტერიერის წარმატებული დიზაინერი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, საქმე ცუდად წავიდა. კომპანია დაიხურა და 50 წლის ქალი უმუშევარი დარჩა.
გარკვეული დროის შემდეგ რუბი მიხვდა, რომ მას მხატვარ-ილუსტრატორად სურდა მუშაობის გაგრძელება. მან ჩაის ერთჯერად პაკეტებზე დაიწყო ხატვა და ნამუშევრებს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებდა.
მის ნამუშევრებს დიდი მოწონება ხვდა წილად.