ხელსაქმე

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?
ის, რაც წლების წინ ყოველდღიური რეალობა იყო, ახლა ყოველდღიური ცხოვრების ის ნაწილი გახდა, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და არც ვაფასებთ. ეს კრაფტია - ხელსაქმე, რომელსაც შეუძლია ზედმეტი სტრესისა და ნერვიულობისგან გაათავისუფლოს ჩვენი სხეული და გონება. თუმცა ადამიანების უმეტესობა მას ყურადღებას არ აქცევს და ვერც ხვდება, როგორ შეუძლია დაეხმაროს და ცხოვრება გაუმარტივოს მარტივმა ხელსაქმემაც კი.
ხელსაქმის ბევრმა მოყვარულმა შეიძლება არც იცის, რომ უნიკალური ნივთის შექმნის პარალელურად, ის გონებას განტვირთვაში, ნერვებს დამშვიდებასა და სხეულს რელაქსაციაში
ეხმარება.

ექიმები და ფსიქოლოგები ადასტურებენ,
რომ ნებისმიერი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებულნი, ყველაზე კარგად ესმით, რომ კრაფტს ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია.


ხელსაქმე ხელს უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი