"ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის, საწყისს კი კელტური ფესტივალი "სამჰეინიდან" და ქრისტიანული "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს.
ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1-ლი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ.
"ჰელოუინი" არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს. "ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია.
თუ თქვენც მოგწონთ და აპირებთ, ეს ჯადოსნური ღამე სახლში მაინც აღნიშნოთ ან ოჯახის წევრები შეაშინოთ, მაშინ აუცილებლად ნახეთ ჩვენ მიერ შერჩეული რამდენიმე "ლაიფჰაკი", რომელიც არ არის რთული გასაკეთებელი და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.