ხელსაქმე

როგორ გავაქროთ სახლში მტვერი - დაგჭირდებათ ტილო და...

როგორ გავაქროთ სახლში მტვერი - დაგჭირდებათ ტილო და...
დაგჭირდებათ რბილი ნაჭრის ტილო, მიკროფიბრის ხელსახოცი, ელექტროსტატიკური მტვრის ცოცხი და მტვერსასრუტი.

კედლები, იატაკი და ჭერი

ყველაფერი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ცვალეთ პირები. დაიწყეთ მაღლიდან ქვემოთ.

პლინტუსები

სველი ხელსახოცით გაწმინდეთ ლაქები. თუ ძალიან დაბინძურებულია, გამოიყენეთ უნივერსალური საწმენდი სითხე. შემდეგ სველი ტილოთი კარგად გაწმინდეთ.

კარადები

კუთხეებიდან და წვრილი დეტალებიდან მტვრის მოსაცილებლად გამოიყენეთ ჯაგრისი ან "რუმიანის" ძველი ფუნჯი. ბოლოს სველი ნაჭრით გაწმინდეთ.

ელექტრონიკა

კომპიუტერები, ტელევიზორები, DVD-ფლეერი, სტერეოსისტემები და პრინტერები მტვრის მაგნიტია. სანამ მათ გაწმენდთ სველი, კარგად გაწურული ნაჭრით, ჯერ ქსელიდან
გამორთეთ. მტვერსასრუტი მოატარეთ კაბელების ადგილებზე.

რბილი სათამაშოები

პერიოდულად აუცილებლად გარეცხეთ რბილი სათამაშოები სარეცხის მანქანაში. ისინი დიდი რაოდენობით მტვერს იწოვს.

გაზქურის და მაცივრის უკან

ეს ის ადგილებია, რომლებსაც იშვიათად ვალაგებთ. მაცივრის და გაზქურის უკან ძალიან დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება.
გაწმინდეთ ჯერ მტვერსასრუტით, შემდეგ სველი ტილოთი. არ დაგავიწყდეთ ქსელიდან გამორთვა.

წყარო: goodhousekeeping.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93