ზამთარი ფეხსაცმელებისთვის ნამდვილი გამოცდაა. განსაკუთრებით კი, უგები "იტანჯებიან".
ჩვენ გასწავლით, როგორ მოუაროთ მათ.
სპეციალური ჯაგრისი
თავდაპირველად, უგების ზედაპირიდან ჭუჭყი უნდა მოაშოროთ. ამისთვის ზამშისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯაგრისი დაგჭირდებათ.
გაშრობა
გახსოვდეთ, რომ უგები აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააშროთ. ნუ დადებთ მას მზეზე ან გამათბობელთან. უგები დაკუჭული გაზეთით გამოტენეთ და ისე დადეთ გასაშრობად.
ძმარი
ძმარი საუკეთესო საშუალებაა ლაქებთან საბრძოლველად. თანაბარ პროპორციებად შეურიეთ 4 ს/კ 7%-იანი ძმარი და 5 ს/კ წყალი. დაასველეთ ღრუბელი სითხეში და კარგად გაწმინდეთ. მას შემდეგ, რაც ამ ხსნარით დაამუშავებთ, არ დაგავიწყდეთ მაგრად გაწურული ტილოს გადასმა, რათა ძმარი ბოლომდე მოშორდეს.
სუნი
თუ უგებმა უსიამოვნო სუნი აიღო, აიღეთ ერთი კოვზი სოდა და ჩაყარეთ შიგნით. შემდეგ კარგად ააჯანჯღარეთ და გადმობერტყეთ. კარგი იქნება, თუ სპეციალურ, სუნის საწინააღმდეგო სპრეისაც გამოიყენებთ.
ცხიმის ლაქები
აიღეთ თეთრი ცარცი და წაუსვით ლაქებს. დატოვეთ მთელი ღამით. დილით ჯაგრისით გაწმინდეთ.
წყარო: cosmo.ru