ორიგამი - ეს არის ქაღალდის ხელოვნება, რომელიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა, სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა, ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურის გაკეთება გვასწავლეს.
დღევანდელ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ, თუ როგორ დავამზადოთ ერთ წუთში, ქაღალდის მეშვეობით, დეკორატიული პეპელა და ყვავილი, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ გაალამაზოთ თქვენი სამუშაო მაგიდა ან ოთახის კედელი.
დასამზადებლად დაგჭირდებათ:
- ფერადი ფურცლები
- მაკრატელი
- სტეპლერი