ხელსაქმე

10 უჩვეულო იდეა სამზარეულოსთვის, რაც აქამდე თავში არასდროს მოგსვლიათ

10 უჩვეულო იდეა სამზარეულოსთვის, რაც აქამდე თავში არასდროს მოგსვლიათ
თავის მტვრევა აღარ გვჭირდება იმისათვის, თუ როგორ განვათავსოთ სამზარეულოში საჭირო ჯამები, ნიჩბები და ქვავები. დიდი ხანია, რაც ყველაფერი უკვე გამოიგონეს.

სამზარეულოს ნებისმიერი კარადის კარს მიამაგრეთ ძალიან ვიწრო თარო ბრტყელი და ვერტიკალური ნივთების შესანახად. მაგ: საჭრელი დაფების.

თუ სამზარეულოს ხელსაწყოები ყუთში აღარ თავსდება, კედელზე გააკეთეთ პერფორირებული პანელი, რომელზეც S ფორმის საკიდებს მიამაგრებთ - არავითარი არეულობა, თანაც ყველაფერი კარგად ჩანს.

მოძრავი სადგამი ხელსაყრელია სავსე კარადების დროს. ასე მარტივად შეძლებთ აიღოთ თქვენთვის საჭირო ნივთი, თუ პროდუქტი. საჭირო ინგრედიენტის მისაწვდომად
მთელი კარადის მაგიდაზე გადმოლაგება არ მოგიწევთ.

ქაღალდისთვის განკუთვნილი ჩამოსაკიდებელი კალათი გამოგადგებათ პლასტმასის კონტეინერების მუდმივად გაფანტული თავსახურავებისთვის.

ჟურნალებისა და ქაღალდების განყოფილება კი გამოგადგებათ, თუ საგნების ვერტიკალურად განლაგება გსურთ.

თუ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ ადგილის მაქსიმალურად გამოყენება გსურთ, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შესანახად გადეთ ვიწრო ფიცარი, რომელზეც მათ ჩამოკიდებას შეძლებთ.

მაგნიტური შესანახი კონტეინერების მისამაგრებლად, შეგიძლიათ კარადის ქვეშ გააკეთოთ ლითონის ფირფიტა, რაზეც მათ მიამაგრებთ.

მაგნიტის ფირფიტა დანებისთვის: ასევე ძალიან პოპულარული და კომფორტული ხერხია. პირველ რიგში ასე ადგილს დაზოგავთ, მეორეც, ეს მნიშვნელოვანია ჰიგიენური კუთხითაც.

იქონიეთ მომსახურების ურიკა: ის პატარა ადგილს იკავებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნებისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში მარტივია მისი გადაადგილება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ კარადის კუთხის ზედაპირიც, თუ ამის საშუალება გაქვთ. ის შეგიძლიათ აღჭურვოთ მსუბუქი საკიდებითა და ვიწრო თაროებით.

ღია თაროები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, მათი ჩამოკიდება შეგიძლიათ ნებისმიერ სიმაღლეზე, ამიტომ ყოველთვის არის პატარა შესანახი კუთხის მოწყობის შესაძლებლობა ყველაზე პატარა სამზარეულოშიც კი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაია
ძალიან დიდი მადლობა ასეთი რჩევებისთვის
01:31 / 18-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93