არის რაღაცები, რაც ყველა ქალმა გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გააკეთოს.
მათ შორისაა გარდერობის განახლება და სახლის გენერალური დალაგება. ეს უკანასკნელი დიდ ენერგიას, დროსა და ხშირად წინასწარ სპეციალური ხსნარებისა და ჩოთქების შეძენას მოითხოვს. Marao.ge გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თავიდან აგაცილებთ საყოფაცხოვრებო ქიმიის ყიდვას და სახლის დალაგების ისეთ უჩვეულო გზებს გაგაცნობთ, რომელიც ამ რთულ და დამქაცნცველ პროცესს გაგიმარტივებთ. დასალაგებლად კი ისეთი ნივთები დაგჭირდებათ, რაც ოჯახში, ალბათ, ისედაც მოგეპოვებათ.
იატაკზე დაფენილი ხალიჩა ძალიან მდიდრულ და თავისებურ ისერ სძენს სახლს, თუმცა ის ხშირად „მტვრის ბუდედ“ იქცევა ხოლმე და ამ სეზონზე მისი გაწმენდა აუცილებელია. თუ ეზოიანი სახლი გაქვთ, პროცედურა გაგიმარტივდებათ, მაგრამ მეთოდი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, შეგიძლიათ ოთახშიც გამოიყენოთ, თუმცა დროებით უკვე გაწმენდილი ხალიჩის შეხვევა არ დაგავიწყდეთ. წინ ხომ უამრავი საქმე გელით.
ნელთბილ წყალში ჩაასხით ძმარი და მტვერსასრუტით გაწმენდილ ხალიჩაზე მოავლეთ, შემდეგ ნელ-ნელა ხელის ჩოთქით გაწმინდეთ. ასე ხალიჩა ძველებურ ბზინვარებას დაიბრუნებს.
გაჭედილი ჭურჭლის და აბაზანის ნიჟარების გაწმენდად მართალია, უამრავი ძვირად ღირებული საშუალება არსებობს, მაგრამ უმარტივესი და უიაფესი ინგრედიენტებია სოდა, რომელიც ნიჟარაში უნდა ჩაყაროთ და დაასხათ ძმარი (1:2 თანაფარდობით) , შემდეგ დააყოვნოთ, დაახუროთ თეფში და ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ჩაასხათ წყალი.
ნიჟარების გასაწმენდად კი სოდის, ლიმონისა და მარილის ნაზავი შეუცვლელი მეთოდია. თუ შხაპის ყურმილს რამდენიმე საათით ძმრიან თასში მოათავსებთ მარტივად გაიწმინდება და გაპრიალდება.
მათ მოსაშორებლად ალბათ, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავთ. ამჯერად ბევრს ნუ იწვალებთ. წაუსვით ცარცი და დატოვეთ რამდენიმე საათი. შედეგს თავადვე შეამჩნევთ.
სავენტილაციო მილები ფრთხილად გაწმინდეთ ძმრიანი ტილოთი.
ცოტა უცნაური საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. კარადებისთვის ბზინვარების დაბრუნების საუკეთესო მეთოდი მცენარეული ზეთია. კარადების გასაწმენდად ქაღალდის ხელსახოცზე ზეთის რამდენიმე წვეთის დასხმაც საკმარისია.
მაცივარში ხშირად არასასიამოვნო სუნი ლაქები გროვდება, რომელთა გაქრობა მარტივი არაა. ეს სპეციალური რეცეპტი კი თქვენს ნაცვლად იმუშავებს.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
ასევე, კიდევ ერთი ძველებური მეთოდია მინების ქაფურის პირიტით გაწმენდა. რეკომენდებულია წყალში გახსნილი სახამებლის გამოყენებაც. მინების გაპრილებისთვის კაპრონის „კოლგოტიც“ გამოგადგებათ.
მშრალი დაბინდული სარკის ზედაპირზე ჩვეულებრივი საპნით დახატეთ ფიგურები. თავდაპირველად სარკე დაიბინდება, მაგრამ როცა საპნის კვადრატებს რბილი ჩვრით გაწმენდთ, ისე, რომ სრულიად არ გაქრება საპნის კვალი, შედეგად მიიღებთ მბზინავ და პრიალა ზედაპირს. ამ ხრიკის მეშვეობით სარკე აბაზანაში არანაირი ზემოქმედების ქვეშ აღარ დაიორთქლება და დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.