ხელსაქმე

როგორ მოვუაროთ ხალიჩას სახლის პირობებში?

როგორ მოვუაროთ ხალიჩას სახლის პირობებში?
ნოხი - ეს არის ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ყველაფერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. არსებობს მილიონი ვარიაცია სტილის, ტექსტურის, ფერის, ზომის და ფასის მიხედვით. ასე რომ, სწორად შერჩეული ნოხი იდეალურად ერგება ყველა გარემოს, დაწყებული ოფისიდან, დასრულებული საბავშვო ოთახით. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ხალიჩის შემთხვევაში მისი მოვლაა, რაც განპირობებულია იმით, რომ ყველაზე მეტად იზიდავს ჭუჭყსა და მტვერს.

„მარაო“ გიზიარებთ გამოცდილ ხერხებს, ნოხის სახლის პირობებში მარტივად მოსავლელად.

  • მტვერსასრუტით წმენდა რეკომენდებულია კვირაში 4-ჯერ.
Image result for carpet cleaning gif
  • წელიწადში 3-ჯერ აუცილებლად უნდა გაიტანოთ გარეთ და კარგად დაფერთხოთ, თოვლში კი განსაკუთრებით
    კარგია, ვინაიდან ხალიჩაში დაბუდებული თვალისათვის უხილავი პარაზიტები მარტივად ნადგურდება.

  • ჭუჭყის შემჩნევის დროს, დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდოთ, ვინაიდან ლაქების ამოყვანა მოგვიანებით ბევრად რთულია.
Image result for carpet cleaning gif
  • ცხელი წყალი და სინოტივე ნოხის სწრაფად დაზიანების წინაპირობაა.

  • თუ ხალიჩა სველია, აუცილებლად გააშრეთ. ამისათვის უმჯობესია, გარეთ გაიტანოთ და მყარ ძელზე გადაკიდოთ. არავითარ შემთხვევაში არ გაფინოთ სარეცხის თოკზე, ვინაიდან ასეთ დროს მისი ტექსტურა მარტივად დეფორმირდება.

  • არ შეიძლება ნოხის გაწმენდა მყარი ჯაგრისით, ვინაიდან ხალიჩის ზედაპირი ზიანდება. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი ან ტილო.
Image result for carpet cleaning gif
  • მაღაზიაში შეძენილი საშუალებების გამოყენების წინ, თავდაპირველად უკანა ზედაპირის პატარა მონაკვეთზე მოსინჯეთ და შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნოხზე, რაც თავიდან აგაცილებთ მისი ზედაპირის დაზიანებას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31