ხელსაქმე

არ გადააგდოთ ძველი კბილის ჯაგრისი! აი, რამდენ რამეში შეძლებთ მის გამოყენებას!

არ გადააგდოთ ძველი კბილის ჯაგრისი! აი, რამდენ რამეში შეძლებთ მის გამოყენებას!
ძველი კბილის ჯაგრისის შეცვლამდე აუცილებლად წაიკითხეთ „მარაოს“ მიერ შემოთავაზებული სტატია მისი ეფექტურობის შესახებ. შესაბამისად, გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ გამოვიყენოთ სახლის დალაგების დროს ძველი კბილის ჯაგრისი, ისე, რომ შედეგით თვითონაც გაოცდებით და ბევრ ძვირად ღირებულ საშუალებაზეც დაზოგავთ თანხებს. Image result for teeth brush gif

სამზარეულოს ფილები

დიახ, ძველი ჯაგრისის სტრუქტურიდან გამომდინარე, იდეალურად აშორებს გაზქურასა და სამზარეულოს ფილებს შორის ჩამჯდარ ჭუჭყს, რომელიც ღრუბლისა და ტილოსთვის რთულად მისადგომ ადგილს წარმოადგენს.

Related image

აბაზანის ფილები

აბაზანა ხშირად საჭიროებს რეცხვას, თუმცა მის ბაქტერიებისგან წმენდაში, არც მეტი, არ ნაკლები, ძველი კბილის
ჯაგრისი დაგეხმარებათ, რომელზეც შეგიძლიათ წყალში გაზავებული გამათეთრებელი და ფხვნილი დაასხათ და შეუდგეთ წმენდას. რაც მთავარია, არ საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და დროს.

Image result for bathroom cleaning gif

გამწოვის და წყლის მილები

რთულად მისადგომ ადგილებში დაგროვებულ მტვერს ძველი კბილის ჯაგრისი მოაშორებს, რომელიც დიასახლისის იდეალური დამხმარეა.

ცარცის, ფანქრის და კალმის კვალი

თუკი მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ სახლში, მაშინ ცარცის, ფანქრის და კალმის კვალის მოცილება უდავოდ დიდი პრობლემაა, რომელსაც ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც აწყდებით. შესაბამისად, კბილის ჯაგრისის მეშვეობით ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, მათი სხვადასხვა ზედაპირიდან მოსაცილებლად.

Image result for drawing baby each other gif

კომპიუტერის კლავიატურა

კლავიატურას შორის ჩამჯდარ მტვერსა და ჭუჭყშიც უდავოდ პირველი და ეფექტური საშუალება ძველი კბილის ჯაგრისია, რომელიც ფხვნილის მეშვეობით, პირვანდელ სახეს დაუბრუნებს თქვენი კომპიუტერის ძირითად შემადგენელ ნაწილს - კლავიატურას.

Image result for computer claviature cleaning gif

თმის შეღებვა

თუკი თმას სახლის პირობებში იღებავთ, დროა, სცადოთ ჩვეულებრივი ჯაგრისის ძველი კბილის ჯაგრისით ჩანაცვლება, რომელიც ძირების შეღებვისთვის იდეალური საშუალებაა. ბევრი მიმართავს ამ მეთოდს და შედეგიც საკმაოდ ეფექტურია.

Image result for hair coloring gif
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93