ძველი კბილის ჯაგრისის შეცვლამდე აუცილებლად წაიკითხეთ „მარაოს“ მიერ შემოთავაზებული სტატია მისი ეფექტურობის შესახებ. შესაბამისად, გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ გამოვიყენოთ სახლის დალაგების დროს ძველი კბილის ჯაგრისი, ისე, რომ შედეგით თვითონაც გაოცდებით და ბევრ ძვირად ღირებულ საშუალებაზეც დაზოგავთ თანხებს.
სამზარეულოს ფილები
დიახ, ძველი ჯაგრისის სტრუქტურიდან გამომდინარე, იდეალურად აშორებს გაზქურასა და სამზარეულოს ფილებს შორის ჩამჯდარ ჭუჭყს, რომელიც ღრუბლისა და ტილოსთვის რთულად მისადგომ ადგილს წარმოადგენს.
აბაზანის ფილები
აბაზანა ხშირად საჭიროებს რეცხვას, თუმცა მის ბაქტერიებისგან წმენდაში, არც მეტი, არ ნაკლები, ძველი კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ, რომელზეც შეგიძლიათ წყალში გაზავებული გამათეთრებელი და ფხვნილი დაასხათ და შეუდგეთ წმენდას. რაც მთავარია, არ საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და დროს.
გამწოვის და წყლის მილები
რთულად მისადგომ ადგილებში დაგროვებულ მტვერს ძველი კბილის ჯაგრისი მოაშორებს, რომელიც დიასახლისის იდეალური დამხმარეა.
ცარცის, ფანქრის და კალმის კვალი
თუკი მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ სახლში, მაშინ ცარცის, ფანქრის და კალმის კვალის მოცილება უდავოდ დიდი პრობლემაა, რომელსაც ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმეც აწყდებით. შესაბამისად, კბილის ჯაგრისის მეშვეობით ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, მათი სხვადასხვა ზედაპირიდან მოსაცილებლად.
კომპიუტერის კლავიატურა
კლავიატურას შორის ჩამჯდარ მტვერსა და ჭუჭყშიც უდავოდ პირველი და ეფექტური საშუალება ძველი კბილის ჯაგრისია, რომელიც ფხვნილის მეშვეობით, პირვანდელ სახეს დაუბრუნებს თქვენი კომპიუტერის ძირითად შემადგენელ ნაწილს - კლავიატურას.
თმის შეღებვა
თუკი თმას სახლის პირობებში იღებავთ, დროა, სცადოთ ჩვეულებრივი ჯაგრისის ძველი კბილის ჯაგრისით ჩანაცვლება, რომელიც ძირების შეღებვისთვის იდეალური საშუალებაა. ბევრი მიმართავს ამ მეთოდს და შედეგიც საკმაოდ ეფექტურია.