ხელსაქმე

როგორ მოვაშოროთ საჭმლის სუნი პლასტიკის კონტეინერს? 5 ნაცადი მეთოდი, რომელიც მუშაობს

როგორ მოვაშოროთ საჭმლის სუნი პლასტიკის კონტეინერს? 5 ნაცადი მეთოდი, რომელიც მუშაობს
თუ პლასტიკის კონტეინერს გარეცხვის შემდეგაც დარჩა საჭმლის სუნი, ნუ გადააგდებ მას. გთავაზობთ რამდენიმე შემოწმებულ შინაურ მეთოდს:


საკვები სოდა

გარეცხეთ კონტეინერი ცივ წყალში. შემდეგ აავსეთ თბილი წყლით, ჩაყარეთ შიგ ერთი ჩ.კ. სოდა, დაახურეთ თავსახური და დადგით მთელი ღამე. დილით ცივი წყლით გარეცხეთ.

ლიმონი

გაჭრილი ლიმონი კარგად გამოუსვით კონტეინერს და გააჩერეთ 40 წთ. შემდეგ გარეცხეთ.

ძმარი

ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ჩაასხით კონტეინერში ძმრიანი წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით კი ცივი წყლით კარგად გამორეცხეთ.


ნახშირი

კონტეინერში ჩაყარეთ აქტივირებული ნახშირის
ტაბლეტები. დაახურეთ თავსახური და რამდენიმე დღე დადგით.


მარილი

ჩაყარეთ კონტეინერში მარილი, დაახურეთ თავსახური და 2 დღე გააჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით გამორეცხეთ.


გაზეთი

გაზეთი არაჩვეულებრივად იღებს სუნს. დახიეთ გაზეთი პატარა ნაკუწებად, დაჭმუჭნეთ გორგალი და ჩატენეთ კონტეინერში. დაახურეთ თავსახური და რამდენიმე დღე დადგით. ყველა უსიამოვნო სუნი გაქრება.

ყავა

დაფქული ყავა ეფექტურად აქრობს უსიამოვნო სუნს. გახეხეთ კონტეინერის კედლები ყავის ნალექით, დაახურეთ თავსახური და დადგით ერთი ღამე. დილით ჭურჭლის ჟელეთი გარეცხეთ.

წყარო: goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30