ხელსაქმე

10 ნივთი ყოველდღიურობაში, რასაც ვარგისიანობის ვადა აქვს და არ ვიცოდით

10 ნივთი ყოველდღიურობაში, რასაც ვარგისიანობის ვადა აქვს და არ ვიცოდით
თითქმის ყველაფერს აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, თუმცა არის ნივთები, რომლებზეც წარმოდგენა არ გვაქვს, თუ შესაძლებელია მათთვის ვადის გასვლა.

წყალბადის ზეჟანგი
Image result for perekis vodoroda gif

შეფუთულ მდგომარეობაში ინახება 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არა გამოყენებულ მდგომარეობაში, რომლის ვარგისიანობის ვადა 2 თვეა. Н2О2 წყალბადის მოლეკულა არის არასტაბილური. შესაბამისად, იცვლის სტრუქტურას და ხდება უსარგებლო მზის სხივის მოხვედრის შედეგად. ამიტომ შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას.

ჩაის პაკეტები
Image result for Чайные пакетики

შეფუთულ მდგომარეობაშიც კი დაკრეფილი ჩაის ფოთლები იცვლიან ფერმენტაციას. შესაბამისად, 6 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული მისი შენახვა,
ხოლო შავი ჩაის ვარგისიანობის ვადა 9 თვეს შეადგენს.

საჭრელი დაფა
Image result for Разделочные доски

საჭრელი დაფები დროთა განმავლობაში ცვდება და დანის მის ზედაპირზე მოხვედრის შედეგად, ბაქტერიებისთვის ახალი კერები ჩნდება. შესაბამისად, დაფის შენახვის ვადა შეადგენს მხოლოდ 3 წელს.

მზის სათვალეები
Image result for Солнцезащитные очки

როგორც ცნობილია, მზის სათვალეებს ულტრაიისფერის დამბლოკავი სპეციალური ფირი ეკვრის, რომელიც მზის სხივის მოხვედრის შედეგად ცვდება და მხედველობისთვის საზიანო ხდება. აქედან გამომდინარე, ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 2 წელიწადს შეადგენს.

პირსახოცი
Image result for Полотенца

პირსახოცის რეცხვა 2-3 გამოყენების შემდეგ არის აუცილებელი. შედეგად, ხშირი რეცხვა აზიანებს მის სტრუქტურას და ვარგისიანობის ვადა 3 წლით შემოიფარგლება.

სავარცხელი
Related image

სავარცხლის ხშირი წმენდისა და ყველა წესის გათვალისწინებითაც კი მისი შენახვის ვადა 1 წელზე მეტს არ აღემატება. შესაბამისად, იმისათვის, რომ აირიდოთ ქერტლი და თმის ცვენა, არ შეინახოთ ერთ წელზე მეტხანს.

ბიუსტჰალტერი
Related image

ვინაიდან ყოველდღიურად ხდება მისი გამოყენება, დროთა განმავლობაში კარგავს თავის ფორმას. აქედან გამომდინარე, 1,5–2 წელზე მეტხანს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

ბალიში
Image result for Подушки

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ხარისხის ბალიში გაქვთ, მისი ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 2 წელიწადს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ჩნდება ბაქტერიები და მტვრის კერები, ძილი კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

პლედი, საბანი

Image result for Одеяла

პლედის და საბნის მოვლის წესიდან გამომდინარე, მისი ვარგისიანობის ვადა ყველაზე დიდია. შესაბამისად, სწორად მოვლის შედეგად შეგიძლიათ 7-10 წლამდე შეინახოთ.

მატრასი
Image result for Матрасы

მატრასის რეგულარული მოვლის შედეგად მისი შენახვის ვადა 8 წელს შეადგენს. ასე რომ, პლედის და საბნის განახლების დროს, შეგიძლიათ მატრასის შეძენაზეც თამამად იზრუნოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30