თითქმის ყველაფერს აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, თუმცა არის ნივთები, რომლებზეც წარმოდგენა არ გვაქვს, თუ შესაძლებელია მათთვის ვადის გასვლა.
წყალბადის ზეჟანგი
შეფუთულ მდგომარეობაში ინახება 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არა გამოყენებულ მდგომარეობაში, რომლის ვარგისიანობის ვადა 2 თვეა. Н2О2 წყალბადის მოლეკულა არის არასტაბილური. შესაბამისად, იცვლის სტრუქტურას და ხდება უსარგებლო მზის სხივის მოხვედრის შედეგად. ამიტომ შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას.
ჩაის პაკეტები
შეფუთულ მდგომარეობაშიც კი დაკრეფილი ჩაის ფოთლები იცვლიან ფერმენტაციას. შესაბამისად, 6 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული მისი შენახვა, ხოლო შავი ჩაის ვარგისიანობის ვადა 9 თვეს შეადგენს.
საჭრელი დაფა
საჭრელი დაფები დროთა განმავლობაში ცვდება და დანის მის ზედაპირზე მოხვედრის შედეგად, ბაქტერიებისთვის ახალი კერები ჩნდება. შესაბამისად, დაფის შენახვის ვადა შეადგენს მხოლოდ 3 წელს.
მზის სათვალეები
როგორც ცნობილია, მზის სათვალეებს ულტრაიისფერის დამბლოკავი სპეციალური ფირი ეკვრის, რომელიც მზის სხივის მოხვედრის შედეგად ცვდება და მხედველობისთვის საზიანო ხდება. აქედან გამომდინარე, ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 2 წელიწადს შეადგენს.
პირსახოცი
პირსახოცის რეცხვა 2-3 გამოყენების შემდეგ არის აუცილებელი. შედეგად, ხშირი რეცხვა აზიანებს მის სტრუქტურას და ვარგისიანობის ვადა 3 წლით შემოიფარგლება.
სავარცხელი
სავარცხლის ხშირი წმენდისა და ყველა წესის გათვალისწინებითაც კი მისი შენახვის ვადა 1 წელზე მეტს არ აღემატება. შესაბამისად, იმისათვის, რომ აირიდოთ ქერტლი და თმის ცვენა, არ შეინახოთ ერთ წელზე მეტხანს.
ბიუსტჰალტერი
ვინაიდან ყოველდღიურად ხდება მისი გამოყენება, დროთა განმავლობაში კარგავს თავის ფორმას. აქედან გამომდინარე, 1,5–2 წელზე მეტხანს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
ბალიში
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ხარისხის ბალიში გაქვთ, მისი ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 2 წელიწადს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ჩნდება ბაქტერიები და მტვრის კერები, ძილი კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
პლედი, საბანი
პლედის და საბნის მოვლის წესიდან გამომდინარე, მისი ვარგისიანობის ვადა ყველაზე დიდია. შესაბამისად, სწორად მოვლის შედეგად შეგიძლიათ 7-10 წლამდე შეინახოთ.
მატრასი
მატრასის რეგულარული მოვლის შედეგად მისი შენახვის ვადა 8 წელს შეადგენს. ასე რომ, პლედის და საბნის განახლების დროს, შეგიძლიათ მატრასის შეძენაზეც თამამად იზრუნოთ.