ხელსაქმე

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა – 70 საოცარი იდეა

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა – 70 საოცარი იდეა
აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის დღე, რომელსაც დიდი სიხარულით, ოპტიმიზმით, დადებითი ემოციებით აღსავსენი ვხვდებით. იმ მიზნით, რომ დაუვიწყარი ელფერი ჰქონდეს ზეიმს, სუფრაც შესაბამისად უნდა გავაწყოთ. სააღდგომო სადილი მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ კერძებს არ გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაგიდის გაწყობას ამ დღისთვის შესაფერისი დეკორაციებით.


უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ გაზაფხულია. ამიტომაც ყურადღება ყვავილებზე, მცენარეებზე, მწვანე ბალახზე გაამახვილეთ – რაც უფრო მეტი ბუნების ელემენტი იქნება თქვენს სუფრაზე, მით უფრო სადღესასაწაულო ატმოსფეროს შექმნით ამ დღეს.
ამასთან, მაგიდის გასაფორმებლად სულაც არ არის საჭირო დიდი თანხის დახარჯვა. ნაცვლად, შეგიძლიათ საკუთარი ხელით გააკეთოთ სააღდგომო სუფრის აქსესუარები, რაშიც სტატიაში წარმოდგენილი ნიმუშები დიდ დახმარებას გაგიწევთ. არა აქვს მნიშვნელობა, უხეში თუ ელეგანტური, დახვეწილი სტილის მოყვარული ხართ – თვალი გადაავლეთ, შეარჩიეთ რომელიმე თქვენი გემოვნებით და გააოცეთ ოჯახის წევრები და მეგობრები!

გაგრძელება + ფოტო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი