ხელსაქმე

სააღდგომო სუფრის გაფორმების 10 კრეატიული და საჭირო ვარიანტი (+ფოტო)

სააღდგომო სუფრის გაფორმების 10 კრეატიული და საჭირო ვარიანტი (+ფოტო)
სააღდგომო სუფრის გასალამაზებლად სინამდვილეში არც ისე დიდი ენერგიის გამოყენება დაგვჭირდება, თუ სწორად შევარჩევთ სასურველ ვარიანტს და საქმეს დროულად შევუდგებით.
ჩვენ შევარჩიეთ 10 ყველაზე კრეატიული და საჭირო იდეა, რომლის მიხედვითაც სუფრის გაფორმებასა და გახალისებას შეძლებთ. ამგვარი ხერხით განსაკუთრებით ოჯახის პატარა წევრების გულს მოიგებთ.

დეკორატორები გვირჩევენ, რომ სუფრა ფერადი კანფეტებით და ტიტებითაც გავალამაზოთ. ამ შემთხვევაში აქცენტი სადა, დამამშვიდებელ ფერებზეა გადატანილი.



ჯეჯილი და სხვადასხვა ფერში შეღებილ-მოხატული კვერცხი სუფრაზე ერთგვარ კონტრასტს ქმნის. გაზაფხულის შემობრძანება კი ხელს გვიწყობს, რომ სუფრა
მინდვრის ყვავილებით დავამშვენოთ.


მოსახატად ყველაზე მარტივი გზა ზოლების გამოყენება გახლავთ. ჯერ კვერცხს ერთ ფერში გადაღებავთ, შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე, ოდნავ მუქ ან ღია ფერის საღებავს შეარჩევთ და ზოლებს სხვადასხვა მიმართულებით დაიტანთ.


ასევე შეგიძლიათ ფერად ფონზე თეთრი წერტილების დატანაც, რაც უმარტივესია და თანაც, ეფექტური გამოდის.




ხელსახოცები ზოლებში - შეგიძლიათ მასზე ოქროსფერი ლენტი შემოახვიოთ და გაახალისოთ. ამ მარტივი ხრიკის მისაღწევად კი ოქროსფერი თხელი პრიალა ფაქტურის ქაღალდის გამოჭრა, წებო და ფერადი საღებავები დაგეხმარებათ.

ლურჯ და იასამნისფერ ფერში გადაწყვეტილ სუფრასთან შეგიძლიათ ჯეჯილი ლამაზ "დეკორაციადაც" კი გამოიყენოთ.





როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზი გამოდის მწვანილების მეშვეობითაც.



შეგვიძლია სანთლები ასეთი მიმდევრობით განვალაგოთ. როგორც ხედავთ, სუფრას თეთრი ფერიც ურევია, რაც წითელს აბალანსებს. ყვავილების პრინტი კი ამ შემთხვევაშიც აქტუალურია.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93