ხელსაქმე

როგორ გამოვიყენოთ პერგამენტის ქაღალდი?

როგორ გამოვიყენოთ პერგამენტის ქაღალდი?
პრაქტიკულად, ცხობის პროცესი პერგამენტის ქაღალდის გარეშე წარმოუდგენელია. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მისი მეშვეობით უფრო მარტივია ორცხობილების, ღვეზელის და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის მომზადება, ცხობის შემდეგ კი აღარ მოგიწევთ გაზქურის ხეხვაზე დროის კარგვა, ამოიღებთ პერგამენტის ქაღალდს და გადააგდებთ. სულ ეს არის ქურის წმენდის პროცესი.

მარაოს“ რედაქცია მოგიყვებათ პერგამენტის ქაღალდის გამოყენების სრულიად ახალ ვარიანტებზე, რამაც ჩვენც კი გაგვაოცა.

10 რჩევა პერგამენტის ქაღალდის გამოყენებაზე

  • ჩექმაზე ან ჩანთაზე ელვა რთულად მოძრაობს? პერგამენტის ქაღალდით გაწმინდეთ და ნახავთ, როგორ მარტივად მოგვარდება ეს პრობლემა.

  • თუკი წარმოიშვა ბოთლის თავსახურით დახუფვის აუცილებლობა, გაახვიეთ საცობი ქაღალდში. პერგამენტი შეასრულებს ორ ფუნქციას: საცობი არ დაიფშვნება და შემდგომში მარტივად ამოიღებთ ბოთლიდან.

  • ხორცის დაკეპვა პერგამენტის ქაღალდზე ბევრად მარტივია, ვინაიდან ის არ გაგექცევათ ხელიდან და შედეგად მარტივად დაჭრით.

  • თუკი დაუთოებისას უთო იკრობს ტანსაცმელს, გაწმინდეთ პერგამენტით და ის ახალივით მოგემსახურებათ, შედეგად კი მსუბუქად დაუთოებაში დაგეხმარებათ.

  • იმისათვის, რომ გაზქურა მარტივად გაწმინდოთ, ცხობამდე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი. ასე თავიდან აიცილებთ ცხიმების რეცხვის ხანგრძლივ და დამღლელ პროცესს.

  • იმისათვის, რომ არ დაისვაროს მაგიდა ან გადასაფარებელი სანთლის ცვილისგან, ქვეშ დაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ასე მაგიდა ბევრად ლამაზად და სუფთად გამოიყურება.

  • დააფინეთ პერგამენტები ისეთ ადგილებში, რომლებიც ყველაზე ხშირად ისვრება. ის არ ატარებს სითხესა და ცხიმს, ანუ შედეგად თაროები, კარადა და მაგიდა სუფთად შენარჩუნდება.

  • წიგნზე წყალი დაგექცათ? არა უშავს, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წიგნის ფურცელიც აღარ დაიჭმუჭნება, ისე გაშრება.

  • იმისათვის, რომ ყველი კარგად შეინახოთ, მოაცილეთ მაღაზიის პარკები და შეფუთეთ პერგამენტის ქაღალდში. ის ასე შეინარჩუნებს თავის პირვანდელ გემოს.

  • იმისათვის, რომ ღია ფერის ნაჭერი არ ამოიწვას, გაახვიეთ პერგამენტში. ის არ ატარებს მზის სხივს, შესაბამისად, ფერსაც შეინარჩუნებს.


ჩვენ მოვაგროვეთ ყველაზე საინტერესო ვარიანტები პერგამენტის ქაღალდის გამოყენების კუთხით, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ბევრი არსებობს, ადამიანის ფანტაზია ხომ უსაზღვროა.

გაგვიზიარეთ თქვენი ვარიანტები.

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93