საჭმლის მომზადებასა და გარეცხვაზე მეტ დროსა და ენერგიას გვართმევს ბინის დალაგება. როგორც წესი, გაზის გაწმენდა ერთ-ერთი რთული და უსიამოვნო პროცესია. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით რეცეპტი, რომელიც გაზის ზედაპირის გასაწმენდად მცირე დროს წაგართმევთ. შედეგით კი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
უნივერსალური საწმენდი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
- 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი სარეცხის ფხვნილი
- 3 სადილის კოვზი სოდა
- 1 ს/კ საკანცელარიო წებო
- 200 მლ თბილი წყალი
- პლასტმასის ბოთლი
- ძაბრის დახმარებით ინგრედიენტები ბოთლში მოათავსეთ, დაახურეთ ხუფი და კარგად შეაჯანჯღარეთ, ინგრედიენტები ერთმანეთს უნდა შეერიოს.
- მზა მასა გაზის ზედაპირზე სილიკონის ფუნჯით წაუსვით. მოერიდეთ მის მოხვედრას ცეცხლის ასანთებ მიდამოში. გაზის ყოველი გაწმენდის შემდეგ იგი ხელახლა წაუსვით ზედაპირზე. ამგვარად მინიმუმამდე შეამცირეთ გაზის ზედაპირში ჭუჭყის ჩაჯდომას.
- გაზის ზედაპირზე გასაწმენდი საშუალების წასმის შემდეგ შეიძლება ფხვნილის კრისტალები გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ, ეს ნორმალურია. გაზის გასაწმენდად სხვა საშუალებას აღარ გამოიყენებთ, მხოლოდ წყალში დასველებული ღრუბლით გადაწმინდთ ზედაპირს.
- გაზის გასაწმენდი საშუალება ბოთლიანად მაცივარში შეინახეთ, გამოყენებამდე კი კარგად შეანჯღრიეთ.
წყარო