გაზქურა - ყველაზე რთულად გასაწმენდია სამზარეულოს ნივთებიდან, ხოლო იმისათვის, რომ მოაწესრიგოთ, ბევრ ენერგიას მოითხოვს. მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საშუალებები არცთუ ისე ეფექტურია და ამავდროულად, ძვირიც ღირს.
ამიტომ ხშირად დიასახლისებს უწევთ სახლის პირობებში დამზადებული საშუალებების გამოცდა, მაგალითად, როგორიცაა ლიმონმჟავა და სოდა - ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი საშუალებებია იმისათვის, რომ არაერთი ზედაპირიდან ჩამჯდარი ჭუჭყი დროულად ამოიყვანოთ. სწორედ მისი მეშვეობით გთავაზობთ გაზქურისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას. ამავდროულად, იმდენად მარტივია და სწრაფად მოქმედი, რომ ამის შემდგომ, დარწმუნებულები ვართ, ხშირად მიმართავთ ამ მეთოდს!
დაგჭირდებათ:
- 0.25 სუფრის კოვზი სოდა
- 10 გრამი ლიმონმჟავა
- 1 ლიმონი
- 1 ლიტრი წყალი
- 2 ჩაის კოვზი სარეცხი საშუალება
როგორ გავწმინდოთ გაზქურის მინა?
- სოდა და ლიმონმჟავა ჩაასხით ცოტაოდენ წყალში, იმისათვის, რომ არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ.
- დაიტანეთ მიღებული მასა მინაზე.
- დატოვეთ 30 წუთით.
- საგულდაგულოდ გაწმინდეთ ტილოს ან ღრუბლის მეშვეობით.
როგორ გავწმინდოთ გაზქურის შიგთავსი?
- აავსეთ პატარა ჯამი წყლით, ლიმონის ნაჭრები ჩააწყვეთ და დაუმატეთ ნებისმიერი სარეცხი საშუალება.
- მოათავსეთ გაზქურაში, გააცხელეთ 100 გრადუსამდე 30 წუთით.
- ამის შემდეგ ცხიმი კედლებიდან ტენიანი ღრუბლით მოაცილეთ.
- გაწმენდის ეს საშუალებები ყველაზე უსაფრთხო და მარტივია. რაც მთავარია, არ დაუშვათ გაზქურის დიდხანს ჭუჭყიან მდგომარეობაში დატოვება და დროგამოშვებით გაწმინდეთ.
წყარო