ხელსაქმე

როგორ გავრეცხოთ დუტის ქურთუკი სარეცხ მანქანაში?

როგორ გავრეცხოთ დუტის ქურთუკი სარეცხ მანქანაში?
ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გარეცხოთ დუტის ქურთუკი სწორად და როგორ გააშროთ ის.

დუტის სარეცხ მანქანაში გარეცხვა საკმაოდ დელიკატური საკითხია.
პირველ რიგში, ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ჯიბე და ამოიღეთ, თუ რამე დევს შიგნით. თუ ქურთუკს აქვს ბეწვის საყელო ან ქამარი, - მოხსენით. ქურთუკი შეკარით და ამოაბრუნეთ შიდა მხრიდან, რომ ზედაპირი დაცული იყოს. როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, ჩადეთ ის სარეცხ მანქანაში.

უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

  1. თუ ქურთუკი ზოგ ადგილებში ძალიან ჭუჭყიანია ან ლაქა აქვს, ეს
    ადგილები წინასწარ უნდა დაამუშავოთ. ჩაალბეთ საპნიან ხსნარში.
  2. რეცხვის დროს გამოიყენეთ სპეციალური სარეცხი საშუალებები, რომლებიც დუტის და ბეწვის ქურთუკისთვისაა განკუთვნილი.
  3. გავლების ფუნქცია დამატებით ჩართეთ.
  4. გაწურვის მეთოდი მინიმალურზე დააყენეთ, ქურთუკის შიგთავსი რომ არ დაიგორგლოს და აიბურდოს.
  5. ნუ მოათავსებთ ქურთუკთან ერთად სხვა ტანსაცმელს.

რეცხვა ბურთებით


კიდევ ერთი ხალხური ხრიკი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. რეცხვისას, ქურთუკთან ერთად, სარეცხ მანქანაში რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი უნდა ჩააგდოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძაღლის სათამაშო ბურთიც.
ბურთები ხელს უშლის ტანსაცმლის ბარაბნის კედლებზე მიკრობას. ქურთუკი უკეთესად გაირეცხება და ბუმბული არ აიბურდება.

როგორ გავაშროთ დუტის ქურთუკი რეცხვის შემდეგ

გარეცხვის შემდეგ დუტის ქურთუკი გაახვიეთ ღუნღულა პირსახოცში. ის ზედმეტ სითხეს შეიწოვს. შემდეგ საშრობზე დააფინეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ქვეშ ნუ დაუფენთ ნაჭერს. თუ არ გაქვთ საშრობი, დაკიდეთ ტანსაცმლის საკიდზე და ისე გააშრეთ. ნუ გაფენთ ძალიან მზიან ადგილას.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93