როგორ მოვაშოროთ ქვაბის თავსახურს ცხიმი - Marao

როგორ მოვაშოროთ ქვაბის თავსახურს ცხიმი

2019-11-11 12:05:27+04:00


როგორი სისუფთავის მოყვარულიც უნდა იყოს დიასახლისი და რაც უნდა სუფთად შეინარჩუნოს სამზარეულოში ჭურჭელი, ზეთისგან, წვენებისაგან და სხვადასხვა საკვებისგან გამოწვეული ცხიმები ქვაბის თავსახურზე გარდაუვალია. სამწუხაროდ, მისი თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა, როგორ მოვაშოროთ მარტივად, დროის დაზოგვით, „მარაო“ გიზიარებთ გამოცდილ მეთოდს.

Image result for Как очистить крышки от жира

ყველაზე მეტად ცხიმისგან ზარალდება ტაფის და ქვაბის მინის თავსახურები. თუკი არ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც მარტივად აგარიდებთ ამ პრობლემას, ჩამჯდარი ცხიმის მოსაშორებლად ბევრი ენერგია და დრო დაგჭირდებათ. საბედნიეროდ, მივაგენით მეთოდს, რომელიც მარტივად მოაშორებს თავსახურის შიდა შრეში ჩამჯდარ ცხიმს.

чистая посуда

თავსახური გადმოაბრუნეთ შიდა მხარეს. დაასხით წყალბადის ზეჟანგი, დაატრიალეთ თავსახური ისე, რომ სითხე გადანაწილდეს მთელ დიამეტრზე, დატოვეთ 10-15 წუთით, ზემოდან მოაყარეთ სუფრის კოვზი სოდა, აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გადაანაწილეთ პრობლემურ ადგილებზე.

Image result for Как очистить крышки от жира

აიღეთ მცირე ზომის ნაჭერი და ჩამოაცვით დანის პირს, რომელიც მისწვდება თავსახურის კიდეებს. მოატარეთ მთელ ზოლზე, შემდგომ კი თავსახური ჭურჭლის სარეცხი საშუალების მეშვეობით გარეცხეთ, გადაავლეთ წყალი, სუფთა თავსახური კი მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის!

Image result for Как очистить крышки от жира

ეს მეთოდი ბევრ დიასახლისს მოსწონს, ვინაიდან არ საჭიროებს ბევრ ფინანსებს სხვადასხვა სარეცხი საშუალების შესაძენად. ამასთანავე, დაზოგავთ დროსა და ენერგიას.

Image result for Как очистить крышки от жира

გაგვიზიარეთ შედეგი!

Image result for Как очистить крышки от жира

წყარო