წმინდა ვალენტინის დღე - არა მარტო სიყვარულის დღესასწაულია, არამედ კიდევ ერთი საშუალებაა, დავაცარიელოთ ჩვენი საფულე. გასაკვირი არც არის, რომ ბევრს უნდა ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ბიუჯეტურად გამოძვრეს, საუკეთესო შემთხვევაში კი - უფასოდაც.
ჩაინიშნეთ 10 საუკეთესო სასაჩუქრე იდეა!
გაბერე ბუშტები წერილებით
- ბევრი ბუშტი გაბერე, შიგნით სასიამოვნო სიტყვებით სავსე წერილები ჩაყარე და დაჭრილი ფერადი ფურცლებიც დაუმატე იმისათვის, რომ გახეთქვის შემთხვევაში კონფეტების მსგავსად დაიბნეს.
აიღეთ პლედი, თბილი სასმელი და დატკბით მზის ჩასვლით
- თუკი ამინდი რომანტიკული საღამოს მოწყობის საშუალებას გაძლევთ, აუცილებლად გაატარეთ აივანზე. შეგიძლიათ დატკბეთ მზის ჩასვლით, ერთმანეთის ჩახუტებით, პლედით და თბილი ჩაით ან ყავით.
მიაკარი წერილები სარკეზე
- თუკი დღესასწაული სამუშაო დღეებს დაემთხვა, სიურპრიზი კიდევ მეტად აუმაღლებს განწყობას. ფურცლებისგან გამოჭერი გულები და დააწერე სასიამოვნო ფრაზები, რაც მისი მისამართით გახსენდება.
გამორთე სინათლე
- და მის ნაცვლად სანთლები მოიმარაგე მყუდრო რომანტიკული ღამის შესაქმნელად. შეუკვეთე ან მოამზადე გემრიელი ვახშამი, ჩაუჯექით ფილმს. მოკლედ, გააკეთეთ ის, რაც ორივეს გესიამოვნებათ.
მიართვი საუზმე საწოლში
- როგორც წესი, პირიქით ხდება. ამიტომ ძალიან ბედნიერი იქნება თქვენი საყვარელი მამაკაცი თქვენგან გამოვლენილი ამ ჟესტით, ვახშამს კი გულის ფორმები მიეცით მეტი მრავალფეროვნებისთვის.
მოიფიქრე იდეები მომავალი პაემნისთვის
- განსაკუთრებით, თუკი დიდი ხანია არსად გასულხართ. შეგიძლიათ დროდადრო შეავსოთ პატარა ქილა ფურცლებით და პერიოდულად ჩაიხედოთ, თუ რა უნდა დაგეგმოთ მომდევნო საღამოს.
ააწყვე სამახსოვრო პოსტერი მოვლენებით
- გაიხსენე სასიამოვნო მომენტები, რომლებიც ერთად გამოიარეთ. დაბეჭდე ფოტოები, ლამაზი წარწერები გაუკეთე. უმჯობესია, მანაც გაიხსენოს სასიამოვნო მოგონებები.
შექმენი პატარა ვაუჩერები სასიამოვნო წვრილმანებით
- მაგალითად, მასაჟი, ფილმის ყურება, კოცნების სესია... ასე ნებისმიერი ღამის გამრავალფეროვნებაა შესაძლებელი.
ჩაუწყვე ჯიბეში წერილები
- და კიდევ მოიფიქრე, სად შეიძლება მათი დამალვა, იმისათვის, რომ მთელი დღის განმავლობაში იპოვოს და სასიამოვნო სიტყვები მოისმინოს საკუთარი მისამართით.
გააკეთე მის ნაცვლად გადანაწილებული სახლის საქმე
- გაიტანე ნაგავი, გაასეირნე ძაღლი, მოამტვერსასრუტე. ის საღამო უმჯობესია იყოს მხოლოდ თქვენ ორის!
წყარო