ხელსაქმე

რა დანიშნულება აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სხვადასხვა ფერის მიხედვით?

რა დანიშნულება აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სხვადასხვა ფერის მიხედვით?
ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი რომ საჭიროა, ამაში ახალი არაფერია, თუმცა ბევრმა არ უწყის იმის შესახებ, რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფერს.
მარტივად რომ ავხსნათ, ჭურჭლის რეცხვასაც თავისი „წესები“ გააჩნია.
დადგინდა, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ფერებს დიასახლისები ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.

სტანდარტული სარეცხი ღრუბელი
მსგავსს, ალბათ, ყველა სამზარეულოში შეხვდებით. როგორც წესი, ჩვეულებრივი ფერისაა და ყველაზე ხშირად სწორედ მას იყენებენ. ამიტომ მარტივად მიხვდებით, თუ რომელზეა საუბარი.
ვყიდულობთ და არ ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ფერები დამოკიდებულია
იმაზე, თუ რა მახასიათებლები გააჩნია.

უფრო მეტიც, ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ როგორი სტრუქტურისაა.
სახეხ ნაწილს, როგორც წესი, რთულ საქმესთან შეჭიდება უწევს. მაგ: ტაფაზე მიმწვარი საკვების ნარჩენებთან. როგორც წესი, ეს ნაწილი უხეში ბოჭკოებისგან მზადდება. ზედაპირის ფერს ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან იგი მიუთითებს როგორც სარეცხი ღრუბლის შესაძლებლობაზე, ისე შემადგენლობაზე.
მწვანე ფერით შეგიძლიათ მოაშოროთ ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი. თუმცა მსგავსმა სარეცხმა ღრუბელმა სავსებით შესაძლებელია ჭურჭელზე ნაკაწრები დატოვოს და გააფუჭოს. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ, თუ იმედგაცრუებული დარჩებით.

იგივე უნდა გავითვალისწინოთ მაშინაც, როცა საქმე მინანქართან გვაქვს.

თუ სარეცხ ღრუბელს წითელი ფერის სახეხი მხარე აქვს, ეს ნიშნავს, რომ საშუალო სიმტკიცისაა. ხშირ შემთხვევაში ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ასეთი ღრუბლით ადვილია მოაცილოთ ჭუჭყიანი და მიმხმარი საკვები. ამ შემთხვევაში, თითქმის არ აღინიშნება ნაკაწრები, ინტენსიურად გახეხვის შემდეგაც.

რაც შეეხება ყვითელ ფერს, ეს სხვებთან შედარებით მსუბუქი სარეცხი ღრუბელია. ძირითადად, იყენებენ გამჭვირვალე, მინის ჭიქების გასასუფთავებლად. ამგვარი მასალა ზედაპირს უფრო ნაზად წმენდს და უფრო მეტ დროსაც მოითხოვს, თუმცა ფაქტია, რომ მისი წყალობით ჭურჭელი არ დაზიანდება.

როგორც ხედავთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ზომასა და ხარისხს, არამედ მის ფერს. ამგვარად მოახერხებთ, რომ ჭურჭელი უფრო სუფთა იყოს და ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93