იმაზე, თუ როგორ აუთოებ ტანსაცმელს, დამოკიდებულია არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურები, არამედ ის ფაქტორიც, რომ ცხელი უთო უზრუნველყოფს ბაქტერიებისა და მიკრობების გაუვნებელყოფას.
რატომ არის მნიშვნელოვანი თეთრეულის და ტანისამოსის დაუთოება?
გარდა იმისა, რომ დაუთოებული სამოსი ლამაზია ტანზე, ასევე მას შეუძლია გახადოს ის სტერილური. ორთქლი და მაღალი ტემპერატურა ხოცავს მიკრობებს. ასევე, რიგი სახეობის სოკოს.
როგორ დავაყენოთ უთოს ტემპერატურა? ცნობილია, რომ წყალი დუღილს იწყებს 100 გრადუსზე. ამიტომ უთოს ძირი გააცხელეთ 95 ან 205 გრადუსამდე. ბევრი რეჟიმი მიესადაგება მატერიის სტერილიზაციას:
ბამბა, ჯინსი — ყველაზე გამძლეა მაღალი ტემპერატურის დროს. ის შეიძლება დაუთოვდეს 200 გრადუსზეც. უკეთესია, გამოიყენოთ ორთქლის ფუნქციაც.
- უთო, რომელიც ცარიელია შიგნით - შეგიძლია დააუთოო ნებისმიერ ტემპერატურაზე.
- უთო, რომელიც წრეშია — ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 140 გრადუსს.
- უთოს ნიშანი, რიმელსაც 1 წერტილი აქვს .— რეჟიმი 1 ნიშნულამდე, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 110 გრადუსს.
- ორწერტილიანის შემთხვევაში, 150 გრადუსზეც შეიძლება დააუთოოთ.
- სამი წერტილი უთოს შიგნით - შეგიძლიათ გამოიყენოთ მაქსიმალური ტემპერატურა.
- თუ გადახაზულია უთოზე ორთქლი - ეს ნიშნავს, რომ დაუთოება შეიძლება, მაგრამ არა ორთქლის გამოყენებით.
თათა შენგელია
წყარო: cosmopolitan