ხელსაქმე

როგორ მოვიყვანოთ მწვანილი სახლის პირობებში

როგორ მოვიყვანოთ მწვანილი სახლის პირობებში
კამა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბალახეულად. ამასთანავე, მისი მოყვანა სახლის პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს. დიეტოლოგები გვირჩევენ, არა მარტო ჩავრთოთ მწვანილი კვების რაციონში, არამედ რაც შეიძლება დიდი სიხშირით გამოვიყენოთ. იმისათვის, რომ მიიღოთ სასარგებლო მოსავალი, აუცილებელია მისი განსაკუთრებული თვისებების ცოდნა. ახალი კამის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ერთერზეთს. სწორედ ამის გამო საკმაოდ ნელა იზრდება ან შესაძლოა სულაც არ გაიზარდოს. ამიტომ აუცილებელია მისი თესლის სწორად დამუშავება.

თესლის დამუშავება

  1. სამედიცინო დოლბანდისგან გააკეთეთ პატარა ზომის ტომარა და მოათავსეთ მასში კამის თესლები.
  2. შემდეგ
    ჩაალბეთ ცხელ წყალში და დატოვეთ 3 დღით. წყალი აუცილებელია გამოიცვალოს გაცივებისთანავე. როგორც წესი, დღე-ღამეში 5-ჯერ მოგიწევთ წყლის შეცვლა.
  3. ამის შემდგომ ამოიღეთ თესლები ტომრიდან და დააფარეთ ნოტიო ნაჭერი. მოათავსეთ თბილ ადგილას 4 დღით, იმისათვის, რომ ბოლქვები გაიკეთოს.
  4. შემდგომ გრუნტში მოთავსებამდე 30 წუთით ადრე გააშრეთ.
  5. მნიშვნელოვანი ხრიკი მისი დათესვისას არის ის, რომ აუცილებელია დათესოთ ბევრი ერთად და არა ცალ-ცალკე მწკრივად. რამდენიმე სანტიმეტრით ამოთხრილ დატენიანებულ ნიადაგში ჩაყარეთ და დაფარეთ გრუნტით, შემდეგ დაასხით წყალი.
  6. მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას.

ამ მეთოდით   თქვენი მწვანილი გექნებათ, რაც თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება და კერძებსაც მეტ სურნელებას შემატებს. ნატურალური პროდუქტის მიღება წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

წყარო:sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93