ახლა მშვენიერი პერიოდია ზაფხულის მოდური ლუქის მოსაფიქრებლად. აუცილებელია აქსესუარები, რომლებიც ტანისამოსს მთლიანად სტილს უცვლის, მით უმეტეს, როცა ეს აქსესუარი ჩანთაა. თუკი ეკოლოგიურ, მოდურ ჩანთას ეძებ, მაშინ მაკრამე იდეალური ვარიანტია.
ამ ლამაზი აქსესუარის შესაქმნელად დაგჭირდება 1.5 საათი. სულაც არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ქსოვის ნიჭი, სანაცვლოდ კი ზაფხულის საღამოებისთვის იდეალური ჩანთა გექნება.
დაგჭირდებათ
- 2 ხის კალამი
- 32 ნაჭერი საქსოვი თოკი 28 სანტიმეტრის სიგრძით
როგორ მოვქსოვოთ
- დაამაგრეთ სახელურზე 16 ძაფი, შემდეგ კი ყოველი ოთხი ძაფისგან კვადრატული კვანძები გააკეთეთ.
- პირველი ორი ძაფი დატოვეთ თავისუფალი მომდევნო მწკრივში და თავიდან გაკვანძეთ კვადრატებად. განაგრძეთ ამ ფორმით დაწნა ბოლომდე.
- შეკარით 6 მწკრივი, პირველი და მეორე მწკრივის მსგავსად. მეშვიდე მწკრივზე შეაერთეთ ძაფები ორივე მხრიდან და განაგრძეთ 10 მწკრივად კვადრატული კვანძებით.
- იმისათვის, რომ შიგთავსი მოცულობითი და ტევადი იყოს, წნულებს შორის დატოვეთ ცოტაოდენი მანძილი, დაწყებული მეათე მწკრივიდან.
- 15 მწკრივის შემდეგ შეაერთეთ კალმები და გაყავით ჩანთა ორ ნაწილად. ახლა კი გადადით ძირის და გვერდების დაწნაზე მჭიდრო კვანძებით.
- მოაჭერით ზედმეტი ძაფები და გადმოაბრუნეთ ჩანთა მეორე მხარეს.
თუკი გსურთ, ნაქსოვი სხვა ზომის იყოს, ექსპერიმენტისთვის გაზარდეთ ძაფების და მწკრივების რაოდენობა, სახელურის ნაცვლად კი შეგიძლიათ ძველი ჩანთის სახელურები გამოიყენოთ. შეარჩიეთ სასურველი ფერის ძაფი და ზაფხულის ტრენდული ჩანთაც მზად არის.
წყარო: sovkusom