ალბათ, სამზარეულოში ყველას აქვს სახეხი, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი გამოყენება ზუსტად არ იცოდნენ.
გარდა ამისა, სახეხს თითოეულ მხარეს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნასვრეტი აქვს, რასაც თავისი დანიშნულება გააჩნია.
ისინი ძირითადად გამოიყენება ბოსტნეულისა და ხილის გასახეხად, თუმცა სინამდვილეში ბევრად მრავალფუნქციურია.
როგორ გამოვიყენოთ სახეხი
თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დანიშნულება აქვს თითოეულ ნასვრეტს.
- დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული ვარიანტით - დიდი ზომის ჭრილებით: გამოდგება ძირითადად ბოსტნეულისა და ყველის გასახეხად, რომელიც პიცისთვის იდეალური იქნება.
- თუ რომელიმე პროდუქტი გინდათ, რომ დარბილდეს, შეგიძლიათ ამ ნასვრეტებიდან ზეთი დაასხათ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ უკეთ გაანაწილოთ.
- შუაში მოთავსებული ჭრილები შეგიძლიათ შოკოლადის გასახეხადაც გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ იგივე ქმედებით საკვების ფაფისებურ მასად გადაქცევაც შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ.
- იდეალურია კარტოფილის ბლინების შიგთავსის მოსამზადებლადაც.
სტანდარტული სახეხი: აქ ყველაფერი ნათელია. კითხვებს მხოლოდ გვერდზე არსებული ამოზნექილი პატარა ნასვრეტები ბადებს. ამ კონკრეტულ ნაწილს იყენებენ ბოსტნეულის და ხილის პიურეების მოსამზადებლად. ასევე კარგია მშრალი საკვებისთვის (თხილი, დარიჩინის ჩხირები, ჯანჯაფილი).
მართალია, იშვიათად, მაგრამ არის მომენტები, როცა სახეხს თევზის გასასუფთავებლადაც კი იყენებენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოგრძო ნასვრეტები. ბევრს მიაჩნია, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია. არადა, თქვენ მისი წყალობით შეძლებთ, რომ ნებისმიერი პროდუქტი ერთი და იგივე სისქის ნაჭრებად დაჭრათ. ის იდეალური ასისტენტია მაშინაც, თუ კარტოფილის ჩიფსს, რატატუის ან სხვა მსგავს კერძს ამზადებთ. ასევე, მისი წყალობით სალათის დაჭრაც უფრო მარტივია.
თქვენს სამზარეულოში არსებული სახეხი თქვენი შეუცვლელი დამხმარე გახდება, თუ იცით, როგორ გამოიყენოთ ის.
შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს დანა და ძვირად ღირებული აღჭურვილობაც. თქვენ რისთვის იყენებთ ამ შესანიშნავ ნივთს?
წყარო: sovkusom.ru