ხელსაქმე

როგორ გამოვიყენოთ სპინერი სამზარეულოში

როგორ გამოვიყენოთ სპინერი სამზარეულოში
სპინერს, ბავშვების სათამაშოს გარდა, დიასახლისებიც სამზარეულოში აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე. ასევე, სანელებლების შესანახად. ჩაინიშნეთ სპინერის მოხმარების სხვადასხვა მეთოდი.

როგორ გამოვიყენოთ სპინერი სადგამის სახით

ასეთი სტილის სადგამი, რომელიც ამავდროულად, ტრიალებს, უხდება ტკბილეულს, ხილს და სხვადასხვა წვრილმანს. ამისათვის დაგჭირდებათ:
სპინერი
  1. ორი თეფში
  2. პლასტიკის მილი
  3. წებო

  • ყურადღება გაამახვილეთ თეფშების შერჩევისას, ვინაიდან ტკბილეულს, მაგალითად, გამჭვირვალე თეფშები უხდება, ხოლო სანელებლებისთვის პრაქტიკული და მყარი ჯამები შეარჩიეთ.
  • დააწებეთ სპინერი, ისე, რომ ჯამის ქვედა მხარეს აღმოჩნდეს.

  • შეგიძლიათ დეკორის სახით გამოიყენოთ ჭილოფის ძაფი და დაამაგროთ ცხელი წებოს
    მეშვეობით. ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა მასალის ნაჭრები გამოიყენოთ გასაფორმებლად, სურვილისამებრ.

  • ქვედა ნაწილზე დაამაგრეთ მილი და შეაერთეთ მეორე თეფშთან.

  • წებოს გაშრობის შემდეგ სადგამი შეავსეთ სასურველი ნივთებით. კონსტრუქციაც მზად არის, იტრიალოს თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერ მხარეს.

ძველი სპინერის გამოყენება შესაძლებელია თითო თეფშის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, მეგობრული შეკრებების დროს, როცა სასურველ ტკბილეულს გინდათ მისწვდეთ.
გაგვიზიარეთ შედეგი!

წყარო: sovkusom
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93