ყველა ნივთს თავისი გამოყენების წესი და ვადა აქვს. ექიმების თქმით, 3 თვეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს ტუში, კბილის ჯაგრისი, ტანის სახეხი ღრუბელი და სხვა, თუმცა ყველა წესის დაცვა რთულია და ხანდახან გვავიწყდება კიდეც, რამაც შესაძლოა მომავალში ჩვენს ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას.
ნახეთ სააბაზანოს 10 ჩვევა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა
ბიკინის ზონის გაპარსვა
ბიკინის ზონაზე თმა ნორმალური მოვლენაა, თმას დამცველობითი ფუნქცია აქვს და ბიკინის არეს მავნე ბაქტერიებისგან იცავს. თუ თქვენ ბიკინის იპარსავთ და ამისთვის ჩვეულებრივ საპონს იყენებთ, უკვე საზიანოა, რადგან შესაძლოა ამით ბიკინის ზედაპირზე კანი დააზიანოთ, გააღიზიანოთ არე და საპნის მეშვეობით გამოაშროთ ბიკინის ტერიტორია, რაც მავნე ბაქტერიების მოხვედრას შეუწყობს ხელს.
სანამ ბიკინის გაიპარსავთ, შეიძინეთ სპეციალური ქაბი მხოლოდ ბიკინის მოსაწესრიგებლად, რბილი სამართებელი და თუ ბიკინის ცვილით გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ მიმართეთ სპეციალისტს.
აბაზანის ღრუბლის გამოყენება
ბანაობის შემდეგ სველი ღრუბელი ხშირად აბაზანაში ასევე ნესტიან გარემოში რჩება, რაც ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. დაიმახსოვრეთ, ნესტიან გარემოში მოხვედრილი ეს ნივთი ბაქტერიების ბუდეა და ნამდვილად საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
არასწორად ბანაობა
სურათზე მონიშნული ადგილები სწორედ ის ადგილებია, სადაც ადამიანს ჭარბი ოფლი გამოეყოფა და ბანაობისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. კარგად დაიბანეთ ეს ადგილები და ოფლი ბოლომდე მოაშორეთ სხეულს. სასურველია, ტანის სახეხი ღრუბლით თუ გაიხეხავთ წითლად მონიშნულ ადგილებს.
კბილის ჯაგრისის არასწორი შენახვა
სააბაზანო სახლის ყველაზე სუფთა ადგილი ნამდვილად არ არის. ამიტომ იქ მოხვედრილ ნივთებს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. პირის ღრუ მეტად სენსიტიური არეა და აუცილებელია იქ მოხვედრილი კბილის ჯაგრისი სუფთა და ბაქტერიებისგან დაცული იყოს. ამიტომ არასდროს დადოთ ჯაგრისი პირდაპირ, ჯობს ჩადოთ ის ჭიქაში.
ტექნიკის სააბაზანოში შეტანა
მოსახლეობის 90% სააბაზანოში გაჯეტებით შედის, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი ქმედებაა. დაიმახსოვრეთ, ის ბაქტერიები, რომლებიც სააბაზანოსა და ტუალეტშია, მარტივად ეკრობა თქვენს ტექნიკას. ამ ტექნიკას კი თქვენ მთელი დღის განმავლობაში ატარებთ. ამიტომ, თუ სააბაზანოში მოიწყენთ, სხვა გასართობი მოძებნეთ.
პირსახოცის გამოყენება ხელსახოცის მაგივრად
ალბათ, არ გიფიქრიათ, რომ აქ რაიმეს არასწორად აკეთებდით. დაიმახსოვრეთ, პირსახოცზე ბაქტერიები დიდხანს რჩება, სუფთა სახის გაწმენდა კი ხელსახოცით არის რეკომენდებული.
პირსახოცის დატოვება სააბაზანოში
თუ ნესტიან გარემოში პირსახოცს დატოვებთ, ის ისეთივე ჭუჭყიანი იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი სააბაზანოში. ამიტომ, უმჯობესია, ხელების გამშრალების შემდეგ პირსახოცი სააბაზანოდან გამოიტანოთ.
საპირფარეშოში დიდი ხანი ყოფნა
ალბათ, ფიქრობთ, რა არის აქ არასწორი. არასწორი ერთი რამაა, დიდი ხანი საპირფარეშოში ყოფნა და ერთ მდგომარეობაში გაჩერება მომნელებელი სისტემისთვის საზიანოა. ამიტომ ტყუილად წიგნის კითხვაში იქ დროს ნუ დაკარგავთ.
არასწორად ჩარეცხვა
ალბათ, ბევრს მოსდის ეს შეცდომა და ახლა დროა, ესეც გამოვასწოროთ. როდესაც საპირფარეშოდან გამოსვლას დააპირებთ, დაახურეთ უნიტაზს თავი და ისე ჩარეცხეთ, რადგან ბაქტერიებმა გავრცელება და ჰაერში გამოფრქვევა ვერ შეძლონ და ყველაფერი საკანალიზაციო მილში გაუჩინარდეს.
თმის დაბანა
ბოლო ჩვევა, რასაც ალბათ თქვენც არასწორად აკეთებთ, თავის დაბანაა. უკვე შამპუნით აქაფებული თმები ერთად არ შეკრათ, პირიქით, მიეცით საშუალება, გაიშალოს და შამპუნი კარგად გაჯდეს მთლიან თავზე.
წყარო:brightside.me