დიასახლისების ხშირი პრობლემა დალაქავებული, დაზიანებული და ფერდაკარგული სამოსია. ქალებში ათასგვარი სარეცხი სასშუალებები, ტრადიციული მიდგომები და ექსპერიმენტებია გავრცელებული, თუმცა მათგან შედეგიანი სულ რამდენიმეა. ტანისსამოსიდან საღეჭი რეზინის ამოყვანა ქალბატონების კიდევ ერთი გამოწვევაა და ვნახოთ, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.
როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინა ტანისსამოსს
პირველი საშუალებაა საპონი და კბილის პასტაა
დაასხით ტანისსამოსზე მიკრულ საღეჭ რეზინას საპონი, საპონი მას დაალბობს, შემდეგ წაუსვით კბილის პასტა და კბილის ჯაგრისით გახეხეთ, ხელით მოაშორეთ ტანსაცმელზე არსებული საღეჭი და გარეცხეთ.
ის რაც დარჩება, გარეცხვის შემდეგ თავისით მოშორდება სამოსს.
გამოიყენეთ უთო
აიღეთ ძველი პირსახოცი ან ერთჯერადი ხელსახოცი, დააფარეთ საღეჭ რეზინას და გააუთოვეთ, საღეჭი დარბილდება და პირსახოცსა და ხელსახოცზე გადავა, შედეგი აუცილებლად გაგაკვირვებთ.
შეინახეთ საყინულეში
დაზიანებული ტანისამოსი ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და მთელი ღამე საყინულეში დატოვეთ ან ყინულის კუბებით კარგად დაასველეთ და გააციეთ ტანსაცმელზე მიკრული სღეჭი. ამით ის გამკვრივდება და პირდაპირ მოძვრება სამოსს.
გამოხარშეთ
საღეჭი რეზინიანი ტანსაცმელი, კბილის ჯაგრისი და ხელთათმანები მოიმარჯვეთ. ხელთათმანები ცხელ წყალთან აუცილებლად დაგჭირდებათ. აიღეთ ტანსაცმელი და ოთქლზე გააჩერეთ, შემდეგ პატარ-პატრა ინტერვალებით ცხელ წყალში ჩადეთ და კბლის ჯაგრისით გახეხეთ, ეს დაარბილებს საღეჭს და მარტივად მოაშორებს მას ტანსაცმლიდან.
დაასხით თმის სპრეი
ბოლო ხერხი, რითიც საღეჭი რეზინის მოშორებაა შესაძლებელი თმის სპრეია, დაასხით სპრეი ტანსაცმელს დატოვეთ რადმენიმე საათი და საღეჭი მარტივად მოძვრება სამოსს.
წყარო: www.wikihow.com