ხელსაქმე

როგორ მოვაშოროთ ცხიმი ტანსაცმლიდან

როგორ მოვაშოროთ ცხიმი ტანსაცმლიდან
ასე ამბობენ, რომ ცხიმი ტანსაცმლიდან არ შორდება, თუმცა ეს მითია, რადგან თუ რამდენიმე საჭირო ხრიკი იცით, ტანსაცმლიდან ნებისმიერი სახის ლაქას მოაშორებთ, მათ შორის, ცხიმსაც. ეს ხრიკები კი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. 

ნახეთ, როგორ მოაშოროთ ცხიმი ტანსაცმლიდან


გამოიყენეთ სოდა


დააყარეთ სოდა იმ ადგილას, სადაც ცხიმია მისხმული და დატოვეთ 24 საათი. მეორე დღეს ამ სოდიან ადგილს დაასხით წყალში გაზავებული ძმარი და საპნიანი ჯაგრისით გახეხეთ. ცხიმი ტანსაცმლიდან აუცილებლად მოშორდება.

სცადეთ ცარცის გამოყენება


თუ ცხიმი არც ისე ძლიერია, ცარცი
მის მოშორებას შეძლებს. დაფარეთ ლაქა ცარცით და გააჩერეთ რამდენიმე საათი, შემდეგ გარეცხეთ.

დაასხით ცხიმს ჭურჭლის სარეცხი ჟელე


სანამ ცხიმი კარგად ჩაჯდება სამოსში, დაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დატოვეთ და რამდენიმე საათში კარგად გარეცხეთ. ეს ნაცადი ხერხი აუცილებლად გაამართლებს და ცხიმს მოაშორებს.

მანქანისთვის განკუთვნილი სპრეი თუ გაქვთ?


ეს ჯადოსნური სითხე WD-40-ია, რომელიც მანქანაზე ჟანგის მოსაშორებლად გამოიყენება, თქვენ კი ტანისამოსის გადასარჩენად გამოგადგებათ. დაასხით ის დაზიანებულ სამოსს, რამდენიმე საათი გააჩერეთ და გარეცხეთ.

წყარო: www.apartmenttherapy.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93