ხელსაქმე

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში

როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში
სახლში ცარიელი ადგილის მოძებნა ერთი დიდი პრობლემაა. ამდენი ჭურჭელი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთი ხშირად არსად გვეტევა და ერთმანეთზე დალაგებული, შეკუჭული გვიდევს სათავსოში. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგვიძლია. მთავარია, ინტერიერში სივრცე სწორად გამოვიყენოთ.

ნახეთ, როგორ დავზოგოთ სივრცე ინტერიერში

დასაკარგი სივრცე არ გვაქვს, ეს კრეატიული უჯრა კი სივრცის სწორი გამოყენებისთვის იდეალურია, თან ნახეთ, რამდენი რამ ეტევა.



ფეხსაცმელების განლაგება სიმაღლეზე სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ და შიგნით ცარიელ ადგილს სხვა რამეში გამოიყენებთ


რატომ უნდა დაიკარგოს ლოგინის თავზე სივრცე, როდ
ესაც შეიძლება ეს ადგილი წიგნებისთვის გამოვიყენოთ. შეავსეთ კედელი და წიგნის კარადისთვის გამოყოფილი სივრცე სხვა ნივთებით დატვირთეთ.


შეგიძლიათ ეს ვერსიაც სცადოთ, თან ისვენებთ, თან კითხულობთ. კომფორტული, მყუდრო და კრეატიულია.
თუ დააკვირდებით, ლოგინი იშლება და კიდევ ერთი ადამიანისთვის დაგრჩებათ ადგილი. თან ეს სათავსოებიც დამატებით სივრცის დაზოგვაში დაგეხმარებათ.


თუ საშრობის ადგილი არ გაქვთ, ნუ დანებდებით და ამ ხერხზე იფიქრეთ.  ასე სარეცხსაც გაააშრობთ და თან სააბაზანოს გაანიავებთ.


რას იტყვით სააბაზანოს ასეთ უჯრებზე, თითქოს სარკის უკან არაფერია, არადა, მთელი სამყარო იმალება


მაგნიტები ყოველთვის კარგი გამოსავალია, ცოტა ადგილს იკავებს და ყველა რკინას იკრობს. თან არა მარტო ფრჩხილების მოვლის საშუალებებზე, შეგიძლიათ სხვადასხვა ხელსაწყოც მაგნიტებით განათავსოთ უჯრებში.


ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ქუდის ასე კომპაქტურად დატევა იყო შესაძლებელი. ქუდი გარდერობში რამდენ ადგილს იკავებს და დღეიდან შეგიძლიათ ამაზე აღარც კი იფიქროთ.

როდესაც ადგილი გჭირდება, რას არ მოიფიქრებ ადამიანი. აი, მორიგი კრეატიულობა, ფეხსაცმელების საოცარი სათავსო.


სამზარეულოში კარადის ერთი უჯრა აიღეთ, რგოლებად გამოჭერით და თქვენი ნაირ-ნაირი სუნელები იქ შეაწყვეთ. ნახავთ, რომ ადგილი საგრძნობლად დაგეზოგებათ.

მთავარია კრეატიულობა და ადგილს ყოველთვის გამოვნახავთ.

წყარო: brightside.me
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93