ხელსაქმე

"ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული კუთხე" - 21 კვ/მ ფართის ბინა ახალგაზრდა ქართველი წყვილისგან

"ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული კუთხე" - 21 კვ/მ ფართის ბინა ახალგაზრდა ქართველი წყვილისგან
ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია 21 კვ/მ-ის მქონე ფართში საკმაოდ დახვეწილი ბინის მოწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბინა საკმაოდ მცირე ფართობის არის, ნათია რუხაძე შეეცადა, ის მაქსიმალურად კომპაქტური გამოსულიყო და თითოეული კუთხე აეთვისებინა, რასაც ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი. ნათიას ბინის ფოტოებს სოციალურ ქსელში ჯგუფ "რემონტში" მივაკვლიეთ და დავინტერესდით. ის ინტერიერის დიზაინერია. სამი წელია მილანში, კერძოდ, უნივერსიტეტ IED-ში (Istituto Europeo Di Design) ეუფლება დიზაინერის პროფესიას. მისი მომავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება და იმედოვნებს, რომ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

-
სამი წელია, რაც მილანში, IED-ში ვსწავლობ. ზაფხულში ვამთავრებ ბაკალავრიატს და უფრო მასშტაბურად ვაპირებ ამ სფეროში მოღვაწეობას. მიტაცებს ფერწერა, ფერებთან ურთიერთობა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თვითონ პროცესი, როდესაც ჩემს შინაგან სამყაროს, ფიქრებსა თუ ხედვებს ტილოზე ვაცოცხლებ. ალბათ, სწორედ ეს ფაქტი აქცევს ჩემს პროფესიას საყვარელ საქმედ.

- როდის შეიძინეთ ეს ბინა და რა მდგომარეობაში იყო რემონტამდე?
- ერთი წელია შევიძინეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ბინა ბოლომდე იყო დასრულებული. თუმცა გადავწყვიტეთ, ჩვენი გემოვნებით თავიდან გაგვერემონტებინა. ამავდროულად, ჩემი პირველი რეალიზებული პროექტი გახლავთ, რის გამოც მთელი ეს რემონტის პროცესი ორმაგად სასიამოვნო იყო.

- როგორ მოახერხეთ 21 კვადრატში ყველაფრის ჩატევა, ყველა დეტალის გათვალისწინება?
- სიმართლე რომ გითხრათ, როგორც გამოწვევა, ისე მივიღე ბინის კვადრატულობა და არა, როგორც სირთულე. ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა თითოეული კუთხე და სიმყუდროვე შემექმნა. მაღალმა ჭერმაც მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი კონცეფცია სივრცეში გადამეტანა.

- რემონტის დროს ვინმე გეხმარებოდათ, რჩევებს გაძლევდათ თუ ყველაფერს თავად გაართვით თავი?
- რემონტს რაც შეეხება, ზოგისთვის ძალიან დამღლელი პროცესია, თუმცა ჩემთვის პირიქით, ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ვინაიდან ამ პროცესმა მთელი ოჯახი კიდევ უფრო გაგვაერთიანა. 
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93