როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა? - იდეები 2022 წელთან შესახვედრად - Marao

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა? - იდეები 2022 წელთან შესახვედრად

2021-12-01 08:57:31+04:00


ჩინური კალენდრის მიხედვით, ლურჯი წყლის ვეფხვის წელი მოდის. სხვადასხვა დეტალის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, მათ შორისაა ფერები, სახლის მორთულობა, კერძები, სუფრის გაფორმება და ასე შემდეგ. სტატიაში განვიხილავთ იდეებს, რომლებიც 2022 წელთან შესახვედრად გამოგადგებათ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

სუფრის გაფორმების სკანდინავიური სტილი - მისთვის სერვირების თეთრი ტონია დამახასიათებელი: ჭურჭელი, სუფრის ტილო, ვერცხლის დანა-ჩანგალი. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად დადეთ ნაძვის ხის ტოტებით გაფორმებული ჭიქები, რათა შექმნათ დახვეწილი და მყუდრო გარემო.

ძველი და ახალი სტილის შერწყმა 2022 წელსაც აქტუალური იქნება. თუ შესაძლებლობაა, მაგიდის ცენტრში პატარა, ქოთნის ნაძვის ხე მოათავსეთ. გამოიყენეთ ანტიკვარული სასანთლეები, თეთრი სანთლებით, სტუმრებსა და ოჯახის წევრებს შესთავაზეთ ლამაზად გაფორმებული ხელსახოცები.

ეკო-სტილი - ხის ტოტები, გირჩი, ხელნაკეთი ნივთები განსაკუთრებულ ატმოსფეროს შემოიტანს თქვენს სახლში. შეგიძლიათ, ტოტებისა და გირჩებისგან სხვადასხვა ფიგურა შექმნათ და შეუსაბამოთ ჭურჭელს, დეკორაციებს.

მინიმალიზმი - საახალწლო სუფრაზე შავი და თეთრი ფერების დომინირებას გულისხმობს. ინტერიერი, სუფრის დეკორაცია, ჭურჭელი - ყველაფერი სადა და დახვეწილია. არაფერი უნდა იყოს ზედმეტი.

მთავარი ფერები

ვეფხვი ძალიან ბედნიერი იქნება, თუ სუფრის გაწყობისას აქცენტს თეთრზე, ლურჯზე, ვერცხლისფერსა და ოქროსფერზე გააკეთებთ. შეეცადეთ, ეს ფერები ჰარმონიულად დაუკავშიროთ ერთმანეთს, რომ მყუდრო გარემო შექმნათ. როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? - რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები