ხშირად ცხოვრების ნაკადი ჩვენივე ძალისხმევით „იფანტება“. ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ, თუ მოიშორებთ იმას, რასაც მხოლოდ უბედურება მოაქვს. მაშინაც კი, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ღირს ერთგვარი აუდიტის ჩატარება. დასუფთავება შეგიძლიათ რიტუალად აქციოთ: ფსიქოლოგებიც და ფენ-შუის ექსპერტებიც ერთხმად იტყვიან, რომ თქვენ ირგვლივ საცხოვრებელი სივრცის გაწმენდით ადამიანი უკეთ გრძნობს თავს.
10 რამ, რაც თქვენს სახლში ნეგატივს იზიდავს:
გატეხილი მინა
ეს შეიძლება იყოს გაბზარული ფანჯარა, გატეხილი სარკე ან ფინჯანი გატეხილი სახელურით. არ შეინახოთ ისინი სახლში, რადგან გატეხილი მინა სიმშვიდის დარღვევის სიმბოლოა.
ძველი ნივთები
მეორადი ტანსაცმელი, გაზეთები თუ ჟურნალები, რომლებსაც აღარ წაიკითხავთ - ეს ყველაფერი წარსულს და ნაგავსაყრელს ეკუთვნის. თუ შენთვის ასე ძვირფასი ბლუზა აღარ გჭირდება, მაგრამ გადასაგდებად გენანება, სჯობს ქველმოქმედებას გადასცე.
"მკვდარი" ნივთები
მათ შორის პირველია ყვავილები. ასეთი კომპოზიციები ძალიან უყვარს ბევრ დიასახლისს. მაგრამ ყველაფერი, რაც მოძველდა, არის გაფუჭებული ენერგია. იგივე სიაში შეიძლება შევიდეს ფიტულები, გამხმარი პეპლები ან ხოჭოები, ცხოველების რქები და ფრინველის ბუმბული. ეს ყოველივე სჯობს გააჩუქო ან გადააგდო. და გამხმარი შიდა მცენარეები ნამდვილად პირველი კანდიდატები არიან ნაგავსაყრელზე, სანამ ისინი არ დაემატებიან ენერგეტიკული ვამპირის ნივთების სიას.
ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის გამოყენებული სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუნდაც სრულიად ახალი იყოს, მასში ცუდი ენერგია იწყებს დაგროვებას.
პატარა ნაგავი ჯიბეში ან ჩანთაში
თუნდაც ავტობუსის ბილეთი ან უბრალო ფურცლის ნაგლეჯი.
ფოტოები, რომლებიც არ მოგწონთ
ნეგატივი, რომელსაც განიცდით ფოტოს ყურებისას, შთანთქავს თქვენს ენერგიას ისევ და ისევ. ამდენად, თქვენ შეიძლება შემთხვევით გაიგიჟოთ თავი.
საათები, რომლებიც არ მუშაობს
დროის გაჩერება ძალიან ცუდი ნიშანია. ან წაიღეთ შესაკეთებლად, ან გადააგდეთ უყოყმანოდ.
დაუწყვილებელი ნივთები
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თხილამურები, რომლებიც აწყვია აივანზე ან ფეხსაცმლის თაროს მიღმა ჩამოვარდნილი ჩუსტები (რა თქმა უნდა, ერთი). ასეთი საყოფაცხოვრებო ნივთები მხოლოდ ხელს უშლის ახალი ნივთების შეძენას, რადგან ფინანსური ენერგიის დაბლოკვას იწყებს.
გაფუჭებული ცოცხი
ცოცხის შესახებ ცალკე უნდა აღინიშნოს. ცოცხი არ არის მხოლოდ საწმენდი იარაღი, ის თქვენს სახლში პასუხისმგებელია მატერიალურ კეთილდღეობაზე. ცოცხი იწვევს ფინანსების გაყინვას. ამიტომ, რითაც წესრიგს ამყარებთ, თავადაც უნდა იყოს წესრიგში.
ნახატები და ფოტოები, რომლებიც ასახავს ქარიშხალს ან უამინდობას
მოგეჩვენებათ, რომ წვიმიანი ძალიან ლამაზია, შეგიძლიათ დატოვოთ ისინი. უბრალოდ დააკვირდით და იგრძენით სურათი: თუ სურათს შემაშფოთებელი აზრები მოაქვს, უმჯობესია მისთვის სხვა პატრონი იპოვოთ.
მხოლოდ „უიღბლო“ ნივთებს არ მოაქვს. ზოგჯერ თილისმასაც კი უიღბლობა მოუტანია, თუ ისინი არასწორად იქნა გამოყენებული.
იმისათვის, რომ უბედურება არ დარჩეს თქვენი სახლის ზღურბლზე, დაიცავით თქვენი სახლი ეფექტური ამულეტებით. შეგიძლიათ დროდადრო აანთოთ სანთლები ოთახებში: ისინი კარგად ასუფთავებს სახლს ნეგატივისგან.