საქმის კეთება სასიხარულო ალბათ არავისთვის არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ამ პროცესს შედარებით სასიამოვნოს გახდის. თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ კარგი ცხოვრებისეული ხრიკები, რომლებიც თქვენს საქმეს ორჯერ მოკლე დროში და უფრო ხარისხიანად შეასრულებენ.
1. ყინულის კუბები აშორებს ტანსაცმლის ნაკეცებს
იმის ნაცვლად რომ ელოდოთ როდის გაცხელდება უთო, როდის ჩაირთვება საშრობი და ა.შ, შეგიძლიათ ტანსაცმელს რამდენჯერმე გაუსვათ ყინულის კუბები ნაკეცებზე, ეს თქვენს პრობლემას რამდენიმე წამში მოაგვარებს.
2. ძმრის გამოყენება ყველაფერში შეიძლება
თუ თქვენი საყვარელი ჭიქები არ იწმინდება, თეფშებიდან საჭმლის ნარჩენებს ვერ აშორებთ, ცოტა თეთრი ძმარი დაგეხმარებათ ყველა ამ პრობლემის მოშორებაში. ეს მჟავა ძალიან სწრაფად აშორებს ლაქებს თითქმის ყველანაირი მატერიიდან.
3. ჭიქის ნამსხვრევები აკრიფეთ პურის გულით
როდესაც ჭურჭელი ტყდება, მისი აკრეფვა სარისკო და შრომატევადი საქმეა, სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ პურის ერთი ნაჭერის დახმარებით მალევე მოაგვაროთ ეს პრობლემა.
4. გაწმინდეთ დაბურული მინა საპარსი ქაფით
შუშას წაუსვით საპარსი ქაფი და გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით ან ნაჭრით. ქაფი სარკეს დაორთქვლისგან დაიცავს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
5. გაიწმინდეთ მიკროტალღური ღუმელი ლიმონით.
იმის ნაცვლად. რომ დრო ღუმელის წმენდასა და ხეხვაში დაკარგოთ, შეგიძლიათ გაწუროთ ლიმონის წვენი და გააპრიალოთ ღუმელის კედლები.
6. ბლენდერი ჩამორეცხეთ წამებში
ცნობილია, რომ როდესაც ბლენდერს ჭუჭყიანს ინახავთ, ნარჩენები ხმება და მისი დასუფთავება ბევრად უფრო რთულია. ამიტომ, გარეცხეთ ის მაშინვე, როგორც კი საქმეს დაასრულებთ.
7 რჩევა, რომელიც დაგავიწყებთ სააბაზანოს დალაგების მოსაწყენ რუტინას
ვამზადებთ საკუთარი ხელით - ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალება თქვენი ტანსაცმლისთვის