თქვენ, ალბათ, ინახავდით ქილებსა და ბოთლებს, რეცხავდით პლასტმასებს გადასამუშავებელ ცენტრში წასაღებად და ა.შ. ეს ყველაფერი გვეხმარება გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, მაგრამ იცოდით, რომ თქვენი ტანსაცმლის ხელახლა გამოყენება ჩვენი პლანეტისთვის დიდი სარგებლის მომტანია?
საფეხურები:
აღდგენისა და განახლების იდეა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მოდის განვითარებასთან ერთად, არცთუ ისე კარგი აზრი იყო ტანსაცმლის განახლება, მაშინ, როცა შეგიძლია ძველის ნაცვლად სიახლისკენ გადაინაცვლო. ამგვარმა აზროვნებამ ნაგავსაყრელები გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ქსოვილებით გაავსო. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მოდის რევვოლუციას ივიწყებენ და სურთ დაგვანახონ, რომ აღდგენისა და განახლების პროცესი შეიძლება იყოს მარტივი და მხიარული სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის გამოყენებით.
1. „საშიკოს“ ხელოვნება
“საშიკო” არის იაპონური ხელით ნაქარგი ხელოვნება, რომელიც გეომეტრიული კონფიგურაციით ქარგავს ტანსაცმელს. ამ დროს თქვენ აღარ ეცდებით მოქარგული ადგილების დამალვას. ამისთვის კი რა არის საჭირო? მხოლოდ კონტრასტული ფერების მქონე ძაფი, ნემსი, ქსოვილის პატარა ნაჭერი და დახეული ჯინსი ან ჯინსის ქურთუკი.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიზუსტეს, რაც უფრო მეტად ხელსაყრელს და მოსახერხებელს ხდის ამგვარი მეთოდის გამოყენებას...გაგრძელება