ხელსაქმე

სექსი, ალკოჰოლი, ჭურჭლის რეცხვა... რა სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად?

სექსი, ალკოჰოლი, ჭურჭლის რეცხვა... რა სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად?
ახალზელანდიელ მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა, რა საქმიანობა სიამოვნებს და არ სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად. ექსპერიმენტის არსი შემდეგში იყო: მოხალისეებს დღეში სამჯერ უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე, რას საქმიანობდნენ დღის განმავლობაში და რას გრძნობდნენ ამ დროს.
შედეგად, ფსიქოლოგებმა შეადგინეს საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის სასიამოვნო და არასასიამოვნო საქმიანობის რეიტინგი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანი ყველაზე წინ სასიყვარულო ურთიერთობებს აყენებს - მისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვების გაჩენა და აღზრდა. პირველ ხუთეულს რელიგიური მსჯელობები და ბავშვებზე ზრუნვა აგვირგვინებს.

ფსიქოლოგებმა
მოხალისეებს სასიამოვნო საქმიანობის შესაფასებლად სამი კრიტერიუმი შესთავაზეს: სიამოვნება, ანუ სასიამოვნო შეგრძნება, ისეთი, როგორსაც საყვარელი დესერტის მირთმევისას განიცდით; პროცესით გატაცება, მაგალითად, როგორც თხილამურებით სრიალია, და მნიშვნელობა, რომელიც მას დასახული მიზნის მიღწევაში ენიჭება.

სამივე კატეგორიაში "ერთპიროვნული" უპირატესობა მოიპოვა სექსმა! სიამოვნების მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა ალკოჰოლმა, თუმცა მნიშვნელობის თვალსაზრისით, მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე ნაკლებად ადამიანებს მკურნალობა და რაც ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა, "ფეისბუქის" გამოყენება სიამოვნებთ. მართალია, დიდად არც მეცადინეობა და ლექციებზე ჯდომა მოსწონთ, მაგრამ სამაგიეროდ, განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

გარდა ამისა, გამოკვლევამ აჩვენა, როგორ ეფარდება ერთმანეთს ყოველდღიური საქმიანობა და შეგრძნება, რომელსაც ხშირად გამოხატავენ სიტყვებით - "იცხოვრო სისხლსავსე ცხოვრებით". ის, ვისი საქმიანობაც სამივე კრიტერიუმს პასუხობს, ანუ აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან და ამასთანავე, სასიამოვნო საქმიანობაში, ყველაზე მეტად არის ცხოვრებით კმაყოფილი და ნაკლებად ემუქრება დეპრესია.

ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა

1. სექსი
2. ალკოჰოლური სასმელების მიღება
3. სხვების დახმარება
4. რელიგიურ საკითხებზე მსჯელობა
5. ბავშვებზე ზრუნვა
6. მუსიკის მოსმენა
7. ურთიერთობა
8. ჰობი
9. შოპინგი
10 თამაში

ყველაზე არასასიამოვნო საქმიანობა
1. მკურნალობა
2. ფეისბუქი
3. საოჯახო საქმეები
4. სწავლა
5. გამოცდები და ტესტები
6. ლექციები
7. ფულის გამომუშავება
8. გადაბარგება
9. კომპიუტერთან მუშაობა
10. ჭურჭლის რეცხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
მართალია ეს ადამიანი და რა ქნას? :D
ლელა თელად არის, თელააად :D:D რამდენი ვიცინეეე :D
02:02 / 08-01-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ჯანმრთელად ხაარ?
14:18 / 16-12-2012
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93