ხელსაქმე

როგორ გავაუთოოთ სწორად მამაკაცის პერანგი

როგორ გავაუთოოთ სწორად მამაკაცის პერანგი
მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ხშირად ისეთი ქსოვილისგან იკერება სამოსი, რომელსაც გაუთოება არ სჭირდება, მაინც უთოს გამოყენება კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ქალებს. თანაც, უთოს ბევრ დადებით თვისებასთან ერთად ერთი უმთვრესი აქვს - მაღალი ტემპერატურა ხომ სხვადასხვა ბაქტერიას ანადგურებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ბევრ ჩვენგანს არ უყვარს უთოობა, განსაკუთრებით კი, მამაკაცის პერანგების, მაგრამ ეს პროცესი ბევრი ქალისთვის გარდაუვალია. თუ ჩვენს წესებს გაითვალისწინებთ, დაგვერწმუნეთ, უთოობა აღარ იქნება თქვენთვის რუტინა.

სანამ უთოობას შეუდგებოდეთ, აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ, ქსოვილის ტიპის მიხედვით,
უთოს რეჟიმში ტემპერატურა.

როგორ დავაუთოოთ პერანგი?

უმჯობესია, მამაკაცის პერანგი ოდნავ ნოტიო მდგომარეობაში გააუთოოთ. თუ პერანგი ძალიან გაშრა, შეგიძლიათ, ის ცოტა ხნით სველ და კარგად გაწურულ პირსახოცში გაახვიოთ.

პერანგის უთოობა დაიწყეთ იმ ადგილებიდან, სადაც ორ ფენად არის ის შეკერილი - მაგალითად, მანჟეტებით და საყელოთი.

საყელო ჯერ უკუღმა პირით დააუთოვეთ, შემდეგ კი კარგი პირით. ის უნდა გაჭიმოთ და უთო გაუსვათ შემდეგი მიმართულებით: ბოლოდან შუა ნაწილისკენ.

ახლა საყელოსა და კალთების შემაერთებელი ნაწილების გაუთოების დროც დადგა. ამ ადგილების გასაუთოებლად მოსახერხებელია, თუ პერანგს საუთოებლის კიდეზე გადაჭიმავთ.
Фото 1 - Как гладить рубашку?

Фото 2 - Как гладить рубашку?
მანჟეტებს, როგორც საყელოს, ჯერ უკუღმა პირიდან აუთოებენ, შემდეგ კი კარგი პირით. მანჟეტები ისე უნდა გააუთოოთ, რომ ნაკეცები არ დარჩეს.

Фото 3 - Как гладить рубашку?

Фото 4 - Как гладить рубашку?
დადგა პერანგის ზურგის გაუთოების დროც. მას ორად კეცავენ და ჯერ ერთ მხარეს აუთოებენ, შემდეგ მეორეს. ამის შემდეგ უნდა გაასწოროთ გაკეცილი ადგილი.

Фото 5 - Как гладить рубашку?
პერანგის წინა კალთებს შემდეგნაირად აუთოებენ: პირველ რიგში, ღილებიან და პეტლებიან პლანკებს, ისე, რომ არ შეეხოთ ღილებს. შემდეგ კი - თავად კალთებს.

რჩევა: მუქი ფერის პერანგს შეიძლება უთოობის დროს პრიალა ზოლები დაჰყვეს, რომელიც სამოსს არასასიამოვნო იერს აძლევს. ამიტომაც უმჯობესია, მუქი ფერის პერანგი უკუღმა პირით დააუთოოთ ან გამოიყენოთ მეტი ორთქლი. ამასთან, რაც შეიძლება იშვიათად მიაკაროთ უთო ქსოვილს.

დაიმახსოვრეთ: კარგად გაუთოებულ პერანგზე არ უნდა იყოს დარჩენილი არცერთი ნაკეცი!

როგორ დავკეცოთ პერანგი!

დაუთოების შემდეგ,პერანგი ან უნდა დაიკიდოს, ან სწორად დაიკეცოს. თავდაპირველად ორივე მხრიდან მოკეცეთ სახელოები და ისინი თანაბრად დააწყვეთ პერანგის ზურგზე, შემდეგ თავად პერანგი გადაკეცეთ შუაზე და მიუჩინეთ თავისი ადგილი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
სალომე
პეტლები დაპლანკები ალბათ ღილ-კილოებია, არა?
13:45 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სალო
მე ვიცი ერთი ხრიკი.ზამთარში პერანგის საყელოს ვაუთავებ მარტო ;) მაინც გარედან მკლავიან პულოვერს იცმევს მეუღლე :P
23:43 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი