ხელსაქმე

ბებიის დანატოვარი ტაფის გაახლების ჯადოსნური მეთოდი

ბებიის დანატოვარი ტაფის გაახლების ჯადოსნური მეთოდი
ალბათ, სახლში ყველას გაქვთ მოსახერხებელი თუნუქის ტაფა, რომლის გამოყენებაც შეუძლებელი გახდა მიმწვარი ცხიმის უზარმაზარი ფენის გამო.
ნუ იჩქარებთ მის რარიტეტად აგარაკზე გამწესებას ან გადაგდებას! გთავაზობთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ტაფას პირველქმნილ იერს მიანიჭებთ.

დაგჭირდებათ:


ჩვეულებრივი "პვა" წებოს ერთი ქილა;

არანაკლებ ჩვეულებრივი, 72%-იანი სარეცხის საპონი.

მომზადების წესი:

1. გავხეხოთ საპონი სახეხზე.

2. დიდ ქვაბში (იმხელაში, რომ შიგნით თავისუფლად ჩაეტიოს ტაფა) ვაცხელებთ წყალს. ვყრით მასში გახეხილ საპონს და ვასხამთ წებოს. ვურევთ იქამდე, სანამ საპონი ბოლომდე არ გაიხსნება.

3. ხსნარში ვდებთ ტაფას
და საშუალო ცეცხლზე ვაჩერებთ. მოგიწევთ ხშირად წყლის დამატება.

4. 2 საათში გადავღვრით წყალს და თბილი წყლით ვაგრილებთ ტაფას. ამ დროისთვის მიმწვარი ცხიმი უკვე მომბალი იქნება.

5. ახლა ტაფას ჩვეულებრივი მავთულის სახეხით გავხეხავთ და ის სულ ახალივით გახდება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 126 /
სესილი
ძალიან კარგი ეფექტი იყო
19:40 / 14-05-2017
გამოხმაურება / 0 /
იი
/მაღალ ცეცხლზე ნამდვილად თეთრდება, მაგრამ მერე ძალიან იკრავს და ჩათვალეთ სანამ არ გაშავდება ვერ გამოიყენებთ/ აბა მაშინ რარა აზრი აქვს, ტუ ისევ უნდა გავაშავოტ რომ შეიწვას
12:13 / 06-09-2016
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30