ხელსაქმე

ხალიჩის წმენდის რამდენიმე მარტივი მეთოდი სოდით, მარილითა და საპნით

ხალიჩის წმენდის რამდენიმე მარტივი მეთოდი სოდით, მარილითა და საპნით
1. საჭმლის სოდა. წყალში გახსნილი სოდა მოასხით ხალიჩის ზედაპირზე და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ხალიჩა არა მარტო სუფთა გახდება, არამედ უსიამოვნო სუნიც მოსცილდება.

2. მარილი

თუ ხალიჩა (ფარდაგი) არც ისე ჭუჭყიანია, მოაყარეთ მას წმინდა მარილი. ის კარგად იწოვს მტვერს და საფენს სიბზინვარეს ანიჭებს. გააჩერეთ ხალიჩაზე მოყრილი მარილი 15-20 წუთი, შემდეგ ცოცხი კარგად გარეცხეთ ცხელ საპნიან წყალში და გადმოგავეთ მარილი ხალიჩის ზედაპირიდან. ხანდახან პროცედურის გამეორებაა საჭირო. ცოცხი ყოველი გამოგვისას გარეცხეთ საპნიან ცხელ წყალში.


3. ჩვეულებრივი საპონი (სარეცხის ფხვნილი)


ერთი
სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი ან გახეხილი საპონი გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სკიპიდარი. ხსნარი გადაანაწილეთ თანაბრად ხალიჩის (ფარდაგის) ზედაპირზე და რამდენიმე წუთში გაწმინდეთ ის ჯერ სველი ტილოთი, შემდეგ – მშრალით. თუ გაქვთ საშუალება, გააშრეთ ხალიჩა გარეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნათია
სკიპიდარი რაარის მომწერეთ თუ შეიძლება?!
13:56 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30