ხელსაქმე

აფერისტობის დონე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აფერისტობის დონე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში სხვადასხვა სახის ნაკლოვანება. მათ შორის ტყუილის თქმისკენ მიდრეკილებაც შედის.
თუმცა ზოგიერთი ამ ნაკლს ხშირად ერთობ ორიგინალურ და რაც მთავარია, არგუმენტირებულ ახსნასაც უძებნის, ხანდახან სასტიკ სიმართლეს ლამაზი ტყუილი ჯობია სიტუაციის განსამუხტავადო. არ ვიცი, რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას, თუმცა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ, თუ ვისგან უნდა ელოდეთ აფერისტულ გამოხდომებს...

ვერძი - ტყულის თქმა არც უყვარს და არც ეხერხება. თუკი გარემოება მაინც აიძულებს იცრუოს, წამის მეასედში ავიწყდება, რა და როგორ თქვა. შესაბამისად,
ვერძის ნათქვამ ტყუილს არათუ მოკლე, ფეხები საერთოდ არ აქვს.

კურო - ტყუილი და აფერისტობა, როგორც წესი, ნაკლებად ახასიათებს. თუმცა, როცა სიტუაცია აიძულებს ამას, დამაჯერებლად და მშვიდი ტონით იტყუება. თანაც ისე, რომ სამომავლოდ ვერასოდეს გამოტეხავთ ჩადენილ საქციელში

ტყუპი - შეიძლება ითქვას, ტყუილის თქმის ხელოვნება შემოქმედებით ხარისხში აქვს აყვანილი. იტყუება ოსტატურად, ხატოვნად და მთელი გულით. ძალიან უყვარს მიმდინარე მოვლენების შელამაზება და გაზვიადება. თუმცა, ხშირად თავადვე ერევა, რა არის ტყუილი და რა მართალი. ამიტომ ზოგჯერ საკუთარი ტყუილის მსხვერპლიც ხდება.

კირჩხიბი - ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი და დახელოვნებული აფერისტია, როცა საქმე ამას მოითხოვს. კირჩხიბზე უკეთ არავის ძალუძს, თავი უცოდველ მსხვერპლად მოაჩვენოს ხალხს. ამასთან ერთად, მისი ტყუილი ყოველთვის კარგად დაგეგმილ-გააზრებულ სცენარს ეფუძნება. შესაბამისად, კირჩხიბის გამოჭერა თითქმის შეუძლებელია. მას ყოველთვის ექნება მყარი ალიბი საკუთარი "უმწიკვლოების" დასამტკიცებლად.

ლომი - ტყუილი და აფერისტობა არცთუ მაინცდამაინც ღირსეულ საქციელად მიაჩნია. შესაბამისად, იშვიათად ცრუობს. მაგრამ, როცა საქმე მის პროფესიონალიზმსა და კარიერულ მიღწევებს ეხება, შეიძლება ერთი-ორი ფაქტი დამახინჯებული ან სიმართლესთან არცთუ მთლად ახლოს იყოს მის ბიოგრაფიაში.

ქალწული - შესანიშნავად ეხერხება ტყუილის თქმაც და აფერისტობაც. უფრო მეტიც, იგი წინასწარ გათვლის იმას, თუ კონკრეტულ სიტუაციაში ნათქვამი ესა თუ ის ფრაზა სამომავლოდ რა შედეგებს მოუტანს და სიტუაცია როგორი სცენარით განვითარდება ამის შემდეგ. მისი სიცრუეში გამოჭერა არამხოლოდ რთული, ხშირად შეუძლებელიც კია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალწული დეტალების სიზუსტით გეგმავს ყველაფერს.

სრულად იხილეთ: astrologi.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
დეფაქტო
სრული სიმართლეა თითოეული სიტყვა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს
01:13 / 21-10-2016
გამოხმაურება / 0 /
სგობულ
ასეთი სიბრიყვე და სისულელე არასოდეს მსმენია.
13:08 / 13-04-2014
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93