სამზარეულოს გამწოვის ფილტრში ჩამჯდარი ცხიმის მოშორება ყველაზე რთული ამოცანაა, თუმცა არსებობს ხერხი, რომლის მეშვეობითაც ქიმიური საშუალებების გარეშე, მარტივად მოაშორებთ თქვენს გამწოვს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს.
- აიღეთ დიდი ქვაბი, იმხელა, რომ ფილტრი ჩაეტიოს, გაავსეთ წყლით და გააცხელეთ.
- ახლა ნელ-ნელა, თითო-თითო კოვზით დაუმატეთ 1/2 ჩაის ჭიქა სოდა და ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე.
- ჩადეთ გამწოვის ფილტრი მდუღარე წყალში და ცხიმი მას უცებ მოშორდება. თუ დიდი ხნის გაუწმენდავ და ძალიან ჭუჭყიან ფილტრს პირველ პროცედურაზე არ მოშორდა ცხიმი, გაიმეორეთ პროცედურა და გამოიყენეთ ჩოთქი.
სარეცხის საპნით
- სარეცხის საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაყარეთ დიდ წყლით სავსე ქვაბში.
- გააცხელეთ წყალი.ჩადეთ გამწოვის ფილტრი და გააჩერეთ 30 წთ.